შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თაფლუჭივით მომინდა


2-10-2018, 15:38
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 278

ოცნებების ფოთლებქვეშ, მზიანეთის ტყეებში,
მოვალ, ჩაგეხუტები, ბაგით ვარდებს მოგიტან,
შენი თმები ტანსარო, მალინისფერ დღეებში,
ისე მარწყვისფერდება, თაფლუჭივით მომინდა..

ამეკიდა სიამე, თრთოლვას ვეღარ ვიამებ,
აბორგებულ ვნებებში მოცეკვავე ქარიშხალს,
მოვეხვიე ლერწმებში აყლორტებულ მდინარეს,
ფიქალივით თითები ამბორივით გამიშრა.

ისე მინდა მორევი კდემით ნაბოლოვები,
სუნთქვით ნაბულულები, ჰორიზონტში აჭრილი,
ნამზიანევ აპრილის ფიქალებში მოველი,
რომ მოფრინდე ჩემამდე, ჩემი ლექსით დაჭრილი.

მოგონებავ ნეტარო, სიყვარულის ნექტარო,
რიღასთვის გამაბრუე, თუკი არ მოხვიდოდი,
ჩემო თვალებჟუჟუნა გულისთქმათა მეცარო,
კმა რაც ბნელში უშენოდ ფეხშიშველი ვიდოდი.

ავიკეცე ზღურბლების უსადავო აფთარი,
და ჰორიზონტს ცხენდაცხენ ავედევნე ჩიტივით,
ამირიე ცხოვრების თითქმის ყველა დავთარი,
ამიტომაც სამყაროს ბრძანებელთან გიჩივი..

დაჰკრავს ბებერ ცხოვრებას უშენობის ელფერი,
მოდი, გამილამაზე სახიჩარი სამყარო,
ან ვინ ნახე ისეთი გრძნობიერი ჩემფერი,
რომ გინდა რომ ერთადერთ სიყვარულთან გამყარო..

ციდან წვიმის წვეთები, როგორც შენი სურნელი,
მოფრინავენ ხმაურით ისევ ჩემკენ, მოდიან,
დამანათებს სახეზე ღიმი განუკურნელი,
ტირიფივით ჩახვეულს ისევ გეტყვი: მოდი აქ..

აღარა ჰყავს ლაზაზოს სანუკვარი ფერია,
მარტოა და უმიზნოდ მოწყენილი ძალიან,
ეს ზეცა ნაღრუბლევი ახლაც შენი ფერია,
ახლაც, როცა ცას ჩემთვის მეტად აღარ სცალია..



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ჰა ჰა ჰა ჰა, ამ ლექსში ახელა მოწყენა იყო ვითომ? მგონი ამ ფერიებს არ მოსწონთ სხვას რომ მივტირი, ისევე როგორც თავად ადრესატს არ მოსწონს ეს. დდდ

 


№2 სტუმარი სტუმარი pikachu

და ადრესატი ვინ არის? :D

 


№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

სტუმარი pikachu
და ადრესატი ვინ არის? :D


გეგონა ჩემს თავზე ვწერდი თუ? laughing

 


№4 სტუმარი სტუმარი pikachu

ლაზარე 13
სტუმარი pikachu
და ადრესატი ვინ არის? :D


გეგონა ჩემს თავზე ვწერდი თუ? laughing

არა კაცო :D ეგ არც მიფიქრია :D

 


№5  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ადრესატი ისაა, ვინც.. აღარ წავა.. ვისთვისაც ისეთიც მისაღები ვიქნები, როგორიც ვარ და..
ვინც მხოლოდ თეორიული დაუსაბუთებლობის გამო არ ჩამთვლის მხოლოდ ადამიანად... კონკრეტულად ვინ არის ეგეთი არ ვიცი, თუ ისეთ დროს გამოჩნდეს რომ აქ არ ვიყო, გამაგებინეთ

 


№6  offline წევრი luana

ჩემთვის ვნებიანი და სიყვარულით სავსე უფრო იყო ეს ლექსი, ვიდრე სევდიანი. ერთი რამ კი ცხადია, მარტო არ ხარ და სანამ წერ, არც არასდროს იქნები მარტო. მუზა, მკითხველი, ყველა შენ გვერდითაა.

 


№7  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

luana
ჩემთვის ვნებიანი და სიყვარულით სავსე უფრო იყო ეს ლექსი, ვიდრე სევდიანი. ერთი რამ კი ცხადია, მარტო არ ხარ და სანამ წერ, არც არასდროს იქნები მარტო. მუზა, მკითხველი, ყველა შენ გვერდითაა.


ეცადეთ ძაანაც არ მომიახლოვდეთ, ხო ხედავთ რა დღეში ვარ laughing

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent