ყოველ დღე ერთი წლით ვბერდები
უკვალოდ ქრებიან ფოთლები, დავეძებ, ვეღარსად ვპოულობ, ყოველ დღე ერთი წლით ვბერდები, სიცოცხლედ შენს თვალებს ვთხოულობ. ნიავზე კრთებიან ხეები, ნოემბრის აშინებთ ლოდინი, უშენო, სუსხივით დღეები, სიყვარულს ცრემლებად მადინებს. ჯერ კიდევ ადრეა ზამთარი, ბუნებას სიცოცხლე სწყურია, სიცივე, თოვლი და ავდარი შენგან შორს ორმაგად რთულია. პირველად ნანახი თვალები ამ დღემდე მაგიჟებს ძირფესვად და როგორც თოლია ქარებში, თავის თავს ვეღარ ვფლობ, ძვირფასო. უკვალოდ ქრებიან ფოთლები მე გულში გაზაფხულს ვთხოულობ, ყოველ დღე ერთი წლით ვცოცხლდები, როდესაც შენს თვალებს ვპოულობ. ~ბ.ბ.~ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.