შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მენატრები ახლაც


17-10-2018, 12:46
ნანახია 4 040

თუმცა ცხოვრება შენით მეწყება
და დასასრულიც შენა ხარ მისი
თუმც მონატრება შენს მოლოდინში
წუთებს და წამებს მშფოთვარედ ითვლის

ამხელა გრძნობა რითი გამოვთქვა
რით დაგანახო ეს სიყვარული
როგორ აგიხსნა, რომ შენ ხარ მხოლოდ
ჩემი ფიქრი და ნატვრა ფარული

რომ ბევრი ღამე შენზე ოცნებით
თავზე უაზოდ დამთენებია
რომ შენნაირი კარგი არავინ
ქვეყნად არასდროს არ მყვარებია

და რომ ჩაქრება ვიცი უშენოდ
ჩემი სიცოცხლის ბოლო სანთელი
ესეც რომ გითხრა აღარაფერი
აღარ დამრჩება შენთვის სათქმელი

ქნებ შენა ხარ სიყვარულის უძირო სევდა
იქნებ შენა ხარ ამ ცხოვრების ერთი იმედი
იქნებ შენს გამო ამ ცხოვრებას ლამაზი ერქვა
და უშენობას ვერ აღვწერდი ძველი სიტყვებით

იქნებ ოცნებას შენს გარეშე ღალატი ერქვა
და სიყვრულსაც აღარ ჰქონდა ჩემთვის სათქმელი
შენს მონატრებას სინანულის ცრემლები ერქვა
და სიყვარულსაც აღარ ერქვა მისი სახელი

იქნებ შენა ხარ ამ ცხოვრების მთავარი აზრი
სწორედ შენა ხარ სიყვარულით მოგვრილი სევდა
და ამიტომაც მენატრები იცოდე ეხლაც



№1  offline მოდერი bla.ell

ვერ გავიგე რას აკეთებ მიუთითე რომ ორი ლექსის გაერთიანებული "რაღაცა" არის...ნუ მე ვერ გავიგე რა არის და მითუმეტეს ავტორი თუ ცნობილი არაა მიაწერე რომ უცნობია პოეტი ან ავტორი..
უბრალოდ არმომწონს ნებისმიერი ადამიანის ასეთი ქმედება

 


№2 სტუმარი სტუმარი თამუნა

ისე ათასჯერ რო გეტყვიან სხვისი ლექსების შერწყმით ნუ ცდილობ რაღაც ახალის შექმნასო სინდისის და თავმოყვარეობის საკითხია მერე რომ აღარ დაწერო არაფერი ან სულ ცოტა იმის კულტურა მაინც იქონიო რომ ნამდვილი ავტორების სახელი კეთილი ინებო და მიაწერო ან აღიარო მაინც რომ შენი არ არის და უბრალოდ მოიწონე...)))

რა ვიცი, რა ვიციი...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent