შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დავემსგავსო მინდა მწერალს


24-10-2018, 14:38
ავტორი bla.ell
ნანახია 1 968

წერა მინდა,
ღამეს ვწელავ,
წავედი და დავიკარგე.
ვისაც უნდა
დამეწევა,
ან იპოვის ჩემზე "კარგებს"...

წყალი არ მაქვს
ხმელეთზე ვარ,
ღრუბლებიდან გადმოვვარდი,
დედამიწის მხრებზე ვწევარ,
ვისერები ეკალ-ბარდით...

დამეკარგა უფლის
რწმენა,
შევეჩვიე უკვე ლანდებს,
დავემსგავსო მინდა მწერალს,
არ მგავდნენ და არც მე ვგავდე...

ვივიწყებდე
ნეტავ წყენას,
ჩემს ოთახში ჭკნება ვარდი
მე თუ ლექსი არ მეწერა...
ესეიგი არც მიყვარდი...

წნევა მიწევს,
ისევ ვწევარ,
დრო უაზროდ სწრაფად გადის,
ამ ისრების გადაწევამ,
მომიტანა მხოლოდ დარდი...



№1  offline მოდერი Mathew

მომეწონა.
ძალიან,ძალიან მომეწონა.

“დამეკარგა უფლის
რწმენა,
შევეჩვიე უკვე ლანდებს,
დავემსგავსო მინდა მწერალს,
არ მგავდნენ და არც მე ვგავდე...“
ეს განსაკუთრებით!

 


№2  offline წევრი luana

ძალიაან მომწონხარრ <3 <3

 


№3 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან კარგი იყო.მომწონს შენი ლექსები

 


№4  offline წევრი qarishxali

ჩემი გიჟი ელი????????ისეთი საყვარელი თბილი და ყურადღებიანი ხარ, რომ სასტიკად მიყვარხარ????????ვგიჟდები შენზე ჩემო საყვარელო პოეტო❤❤❤ტკბილო გყვარობ❤❤❤

 


№5  offline წევრი sweetgirl

Auuu ai dzalian dzalian magari iyo❤️❤️❤️Saocreba xar el❣️❣️❣️❣️Vgijdebi shens leqsebze❤️❤️❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი ნათია

მიყვარს შენი ლექსები და ზოგადად შენი ადამიანური სულის კითხვა...საოცრად გადმოსცემ ემოციებს და გრძნობებს.წარმატებები

 


№7 სტუმარი 13

განსხვავებული ლექსი იყო ელ რაღაცნაირა კრგი და ტევადი უფრო ხშირად დადე და გალკტიონის ხელა ნიჭი რომ გაქ ესეც უნდა აღვნიშნო მოკლედ სუპერ

 


№8 სტუმარი ფრანით მორბენალი

ვისაც უნდა
დამეწევა,
ან იპოვის ჩემზე "კარგებს"...
ნეტა იპოვა იმ ვიღაცამ შენზე კარგი?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent