შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სკლეროზიანის დღიურები


7-11-2018, 14:12
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 1 340

როგორია?!
დამანახე შენი სახე..
უშენობას..
უკვე ვეღარ ვეყრები...
აღარ მახსოვს..
აღარც გზა, არც შენი სახლი..
არც თვალები
და არც თეთრი გეტრები?!

სკლეროზიანის დღიურები
"გაელვება"

თავი პირველი

ბინდი...

ჩაეძინათ..
ჩამქრალ თაღზე ცის ფარდაგებს,
ვარსკვლავები..
მცველად ჩამოამწკრივეს..
ველოდები..
ბარემ ეს დღეც ჩამოღამდეს..
ოცნებებზე..
რომ მქონდა და დამცინეს..
ლამპიონი..
გაუნათებს ბნელეთს ქუჩებს..
ვერ ვიჯერებ..
ასე როგორ მიაგდო..
ამბიონი..
ჩუმად ლოცვას დააპირებს..
გააქროლებს
მთვარეს ლურჯი იაბო..
ფანჯარაში..
აჩონჩხილა ბედისფერი,
ჭირისუფლის,
მგლოვიარე სუდარა..
შავ მიწაში,
დამარხვა რომ დაუპირეს..
დასამარდა,
დედის უხმო მუდარა..
სიცივეა..
რას გაჰკივის ნეტა ქარი..
იმუქრება..
წვიმას ხომ არ აპირებს..
შეჰღაღადებს..
უფალს სისხლი ბობოქარი..
მკვლელისათვის,
სისხლის მიზღვას აპირებს..
ვერ ვჩერდები..
აქ თითქოს დრო ჩახუთულა..
არეული..
სული დადის წიოკობს..
კარგი კაცი,
შავ საქმეში გარეულა..
ცოდვის ზღვაში,
ტალღას მკლავით მიაპობს..
დამავიწყდა..
რაც მინდოდა შენთვის მეთქვა..
მართლა მეთქვა..
აჩრდილების გარეშე..
თუ ცა გადნა,
დაჭრილებში მნახე.. მეც ვარ..
ციდან კვლავ
ფრთებმოწყვეტილი დავეშვი..
გადარაზე..
ნებისყოფა აგონიავ..
შენ, სიკვდილო!
სატრფიალო იმღერე...
ისღა დამრჩა,
რაც არასდროს არ მქონია..
მაშ რად ვუძღვნი
ამ ვერ ნამღერ სიმღერებს...
ჰა?!

ლელა ვეშაგურის სიყვარული ცხოვრებაში ერთხელ მითქვამს მელოდიაზე საგოდებელი



№1 სტუმარი სტუმარი Lea

გაგეცინება და გაზაფხულს ჰგავხარ არაპროგნოზირებადობით, მარტივით გიჟი და ანცი ხარ)) ვერასოდეს ვერ გაიგებ რას უნდა ელოდო, სიურპრიზებით ხარ აღსავსე და ესაა შენი ძლიერი მხარე იცი საითკენ წარმართო ნიჭი და როგორ წარუდგინო საზოგადოებას. მახარებს შენი აქტიურობა და მუზების სიმრავლე))

 


№2  offline წევრი luana

რომ იცოდე, როგორ მახარებს შენიი გამოჩენაა, ყოველ დღე გაგვანებივრებდიი ლექსებით. რა თქმა უნდა, ესეც ძალიან მომეწონა ❤️

 


№3  offline მოდერი bla.ell

ლაზაზო ეს შწნ დაწერე?
რა კარგი რითმა აქვს
საოცარი სიტყვებია...
ძალიან მომწწონს❤❤

 


№4 სტუმარი სჰ

თეთრი გეტრები არა და ყავისფერი მაქ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent