შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქაოსი


7-11-2018, 21:21
ნანახია 1 340

მკვდარის ნაბიჯივით, ღამე არეული
დუმილზე საშიში, ფარვანით წყეული,
მოცურავს ქუჩებში მთვარით განგრეული
ეშმაკზე კეთილი, ედემზე ეული.

ეყრდნობა კედელზე, ნისლებად ახველებს
(ძველი ლამპიონის სინათლეც ქედს იდრეკს;)
ვიღაცის სანთლებში სულს ლოცვით ახელებს,
ვიღაცის ძილს ანდობს სახლივით ხეივნებს;

მავანნი ვერ გასცდნენ თავისვე სიმოკლეს
კვლავ სადღაც მრუშობენ, კვლავ სადღაც ქურდობენ,
რყვნიან კულისებში უმანკო სიცოცხლეს,
დღისით პარტერიდან თვით თანაუგგრძნობენ...

ღამეა უტყვი და დუმილზე საზარი
ჩრდილებს რომ ჩაინთქავს უკუნი მთქნარებით;
მითხარით, მითხარით, სიმართლე სად არის
ჭეშმარიტებაში ცისკრის გაქანებით.

(და თუ ვერ გაიგე სტროფებში აზრები,
როგორაც ცხოვრობდი - იყუჩე ისევე,
ნუ ჩაეძიები, ნუ აზანზარდები
შესვი ის ფიალა ღმერთით რომ ივსებენ)!!!



№1  offline წევრი luana

მე ძალიან მომეწონა ❤️

 


№3 სტუმარი Mm

<3 amelis dzalian moewona ra tqma unda mec...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent