მოგძებნო-მინდა
თუნდაც დროებით, თუნდაც ცოტახანს, გეძებო, მოგძებნო, გიპოვო -მინდა, მერე კი თუნდაც ზღვად გადავიქცე, წვეთ-წვეთ ვიდინო ამღვრეულ ციდან. თუნდაც ერთი დღით, თუნდ გაელვებად, გიხილო, შეგეხო, გეფერო- მინდა, გინდაც უარმყო, გამადგო, მომკლა, დარჩები ჩემში ყველაზე წმინდად. თუნდაც ბოლოჯერ, სულ ერთი წამით, შევეხო შენს სულს ფაქიზად, მშვიდად, გამცნო უშენოდ არავინ დავრჩი, ჩემი სიცოცხლე შენს გამო ღირდა. თუნდაც სულ ერთხელ, სულ ერთი ღამით, მიყურო, იზრუნო, მოხვიდე სიზმრად, და დაკარგული სიცოცხლის აზრი, კვლავ დამიბრუნო ცოტახნით მინდა. მერე დაღლილი დღეებით, წლებით, სხვა ნავსაყუდელში რომ წავალ მშვიდად, აღარ მოგძებნი, აღარ გიპოვი, დავრჩები მხოლოდ სიზმრების გმირად. თუნდ საუკუნედ, ან ათწლეულით, ასეთად დარჩი ძალიან მინდა, მე კი უბრალოდ ზღვას შევერწყმები, წვეთ-წვეთად მოვალ ამღვრეულ ციდან. ა.ზეიკიძე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.