მე და შავი ყორანი
შავი ყორანი ფრენს და დამჩხავის ვით უზარმაზარ დაჭრილ გოლიათს. სხვას კი არავის, სხვას კი არავის უყენებს ამ დღეს: დიდს და ომიანს! შავი ყორანი თავზე დამჩხავის ვით მსოფლიოს მტერს და მთას გორიანს. ვეტყვი მეფე ვარ მე ამ მთა-ბარის და ვერ დამირღვევ ჩემს ჰარმონიას. შავი ყორანი თავზე დამჩხავის ვით დიდ უფსკრულს და მიწას თოვლიანს. "შენ შანსი არ გაქვს ჩემი დამარხვის!" - ვეტყვი და მოვკლავ მის ირონიას. შავი ყორანი თავზე დამჩხავის, მაგრამ ჩემამდე გზა ხომ შორია. მისი ხმა არის, მისი ხმა არის ვით ბეთჰოვენის ეს სიმფონია. შავი ყორანი თავზე დამჩხავის, ჩემთან ვერ მოვა ასე მგონია. ვერ დამამარცხებს, ქვა არს სამარის. მე დიდი ძალა თურმე მქონია! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.