სიკვდილის თვალებში
ისევ დაბნელდა ჩამოწვა ბინდი, ცა სიზმრადაც კი არ იღიმება... რატომ და რისთვის,რატომ ან რისთვის?!, მან გაღიმება აღარ ინება ... ემოციების ტალღა ასკდება, ამ ჩემი სულის მეტალის კედლებს!.. გამოღწევა სურს,სურს ნაპირს მოსწყდეს! სიცივით მოცულ სივრცეში ვერ სძლებს.. მზემ გაახილა ფართედ თვალები, შეეჩეხა ჩემს მომაკვდავ მზერას... ისე შეშინდა მთლად გადირია! და შეაფარა თავი მან მწვერვალს... ჩემს დანახვაზე შეკრთნენ ხეები, სახე დამალეს გამხმარ ტოტებში.. ნუთუ ესეთი სისასტიკე ჩანს!?, ჩემი თვალების ღრმა ნაოჭებში.. მთვარე მომასხავს ღამის მანტიას, სევდას აკვნესებს დუდუკით, არღნით, მე ისევ ვცოცხლობ, გული კვლავ ფეთქავს, ჭრილობებს ისევ ვიშუშებ არყით... ამოახველებს მუზა ნიკოტინს, ისევ ფიქრებში ვაბოლებ ღამეს, კვლავ შეისუნთქავს რითმა ჰეროინს! და დამიკოცნის ნამთვრალევ თვალებს... მელამპრე ანთებს ჩალეწილ ლამპრებს, ბოღმა არ მტოვებს არცერთი წამით, შენს სადღეგრძელოს ტუჩები დალევს, ჭიქა სავსეა პირამდე შხამით!... თუ დავლევ სული დატოვებს სხეულს, შერჩება ქუჩას გახრწნილი გვამი, ჟანგბადს დაფარავს სიკვდილის სუნი!, თვალებს ამომთხრის ყორანი შავი... ანდაც ცოდვებით ნაწამებ სხეულს, ტკივილი ისევ ჩაიკრავს გულში,! დღეს დავნებდები იმპულსურ ფიქრებს! და ვიცი ტყვიას დავიხლი შუბლში!. ქუჩას მიგდებულ დაჯიჯგნულ სხეულს, ჩაასვენებენ ცივ სამარეში!.. გადამივიწყებს უმალ სულყველა..! და გაგრძელდება დროთა თარეში!. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.