შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მგოსნის ცხოვრება და შენ


16-11-2018, 23:24
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 423

მე და ცხოვრება შევერკინებით
და ჩვენ გავარკვევთ ვინ არს ძლიერი.
მე თქვენ მალამოდ ვერ გეფინებით,
განსხვავებულად ვარ განიერი.

ყველა ნორმალურს მე ვერკინები
და მათი მსგავსი ვერ შევიქნები.
უგულებელვყოფ მე ყველას აზრს,
ჩემს თავს ვუწოდებ ვენერას, მარსს.

გეტყვი გრძნობებში შენ ხარ მთავარი,
მეტი ხარ ვიდრე მეფე თამარი.
ბედნიერი ვარ შენ რომ გიპოვე.
იცი?! მე შენგან გრძნობა ვითხოვე...

ყოველივეს გპირდებოდი,
გიწოდებდი ქალღმერთს, ფრთოსანს.
მე შენ მართლა მჭირდებოდი
მარტოობით დაღლილ მგოსანს!

ის მგოსანი შენ კვლავ გეტრფის
უფრო მძლავრად, უფრო მეტად.
გრძნობის ცეცხლი მის გულს ერთვის,
ჰყავხარ საუცხოო კერპად.

მას უნდა რომ მოგეხვიოს,
ჩაგითრიოს მის ქარცეცხლში.
და პაოლო კოელიოს
ჰკითხავს, რა ქნას მან ამ ველში.

როდესაც ის შენზე წერას
იწყებს, კვლავაც მწველი ალით.
გული იწყებს სწრაფად ძგერას,
გეტრფის ერთი გულით, მთვრალით.

სვამს, ნარკოტიკს მუდამ ყნოსავს,
სისულელეს ხან ის როშავს.
ერკინება ამ ცხოვრებას,
კვლავ შენ გეტყვის თვის ოცნებას.

ვინ იპოვის გამარჯვებულს? -
ამას მხოლოდ ღმერთი გვეტყვის.
და საცოდავ დამარცხებულს
სიყვარული ვეღარ ერთვის.

და ბოლო ჟამს მე შენ გეტყვი,
რომ ჩემთვის ხარ მხოლოდ ერთი.
მხოლოდ შენთვის ვწერ და ვწერდი,
რადგან შენ ხარ ჩემი ღმერთი.



№1  offline წევრი luana

იმედია ისევ ანას ეძღვნება ეს ლექსიც ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent