შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ხარ ჩემი წყურვილი


5-09-2018, 23:28
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 2 582

მცირე ღრუბლებმა შენ შეგქმნეს ცაზე
და გულის ფორმა შეიქმნა მარსზე.
მე შენთვის ვდგავარ ქედზე და მთაზე
და მუდამ ვფიქრობ ამ გრძნობის არსზე.

ეს დრო სიყვარულს დაინდობს,
მე გულს არავინ დამითმობს.
მე გულს არავინ გამითბობს!
სიყვარულს?! არვინ არ იხმობს.

ეს გული შენთვის გადადგამს მთას!
ეს გული მუდამ მოგიტანს წყალს!
ამ გულს შენ მუდამ აუნთებ ალს
და კვლავ დატოვებ მას შენგან მთვრალს!

ის თავის ცოდვებს გაუშლის სუფრას,
რათა მან შენს გულს ბოდიში უთხრას.
წავა, მოკვდება შენი წყურვილით!
არფერს არ გეტყვის, წავა დუმილით...

და სანამ დროა ის ეტყვის მთვარეს:
"ეს გული იტევს დიდ გრძნობას მწარეს."
ეს მთვარე იღებს ალბათ ფერს მწვანეს.
ვერაფერს ეტყვის ალბათ ჩემს მკვდარ მეს.

მხოლოდ ჩემი მნათობი ხარ: ვარსკვლავი და მზე.
ერთადერთი სიყვარულის ერთადერთი ხე.
შენ ხარ ჩემი ანგელოზი, ერთადერთი ანნა!
მგონი მე ამ სიყვარულმა ცოდვისგან განმბანა.

"იოლად მისაჩვევი ხარ როგორც თამბაქო."
მგონია ჩემი გრძნობები უნდა დავმარხო.
"მე ასეთი დავრჩები თუ გამიძლებს დრო."
სიყვარულთან დავდგები თუ გინდ გამაქრო.

ამ გრძნობებს არ გავყიდი რაც არ უნდა მოხდეს.
გულს ვერავის ვაჩუქებ არფერიც რომ მქონდეს.
მინდა კიდევ ერთხელ გითხრა: "შენ ხარ ჩემი დედოფალი!"
მე ეს გრძნობა ჩემში კვლავაც ვერადავერ ვერ მოვკალი.

ამ ცხოვრების საჩუქარი მხოლოდ შენ ხარ ჩემთვის
და მოვკვდები სამდურავი თუ ჩემდამი გეთქმის!
გულს შენდამი სიყვარული, სითბო მუდამ ერთვის!
და რას ვიზამ ამას მხოლოდ მომავალი გვეტყვის.

ეს გული შენთვის გადადგამს მთას!
ეს გული მუდამ მოგიტანს წყალს!
ამ გულს შენ მუდამ აუნთებ ალს
და კვლავ დატოვებ მას შენგან მთვრალს!

გიორგი უერთაშვილი



№1 სტუმარი I C Y

,,იოლად მისაჩვევი ხარ როგორც თამბაქო." ❤

 


№2  offline მოდერი bla.ell

ლექსი ნორმალურია მაგრამ რაარის იცი ჩარკვიანის სიმღერიდან რაღაც ტექსტის მომენტებს რომ ვაწყდები და ბოლოს მითითებული არ არის რომ იქიდაანაა რამდენიმე ფრაზა უხეშად მომხვდა...იმედია გაითვალისწინებ❤❤❤❤

 


№3  offline მოდერი Giorgi Uertashvili

bla.ell
ლექსი ნორმალურია მაგრამ რაარის იცი ჩარკვიანის სიმღერიდან რაღაც ტექსტის მომენტებს რომ ვაწყდები და ბოლოს მითითებული არ არის რომ იქიდაანაა რამდენიმე ფრაზა უხეშად მომხვდა...იმედია გაითვალისწინებ❤❤❤❤

ჩარკვიანის სიმღერიდან ორი ფრაზაა: იოლად მისაჩვევი ხარ როგორც თამბაქო( ეს ერთი) და მე ასეთი დავრჩები თუ გამიძლებს დრო.ორივე ბრჭყალებშია ჩასმული. პლაგიატს ადგილი არ აქვს. თუ ამას პლიუს აუცილებელია ლექსის ბოლოს იმის მიწერა თუ საიდან არის გადმოტანილი ეს ფრაზები, აუცილებლად მივაწერ ხოლმე. უბრალოდ ვფიქრობ ბრჭყალებიც საკმარისია იმის მისანიშნებლად, რომ გარკვეული მონაკვეთი ჩემი დაწერილი არაა relaxed
--------------------
გ.უერთაშვილი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent