შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი აგრესია


20-11-2018, 13:04
ნანახია 1 420

თეთრი აგრესია

კონტურად აცხადდი ფიქრიდან ღამეში,
შეტრფობის ფსიქიკურ გრიგალის ალებად
და ვნების აისის მეწამულს ღაწვებში,
ანათებ ოთახში ღამის ფრთის დალეწვად.

ხელშიც ბროლის ჭიქა, შავი თრობით სავსე
თვალებში პანტერა თეთრი აგრესიით -
(ტრფიალის, სიმძლავრის შეგრძნების ტკბილ მახე
რომელიც სრულდება ეგოს ამნეზიით).

ღვინოს ეწაფები, თავნებ სითამამეს,
თვალებს აელვარებ ყურძნის რეზონანსად
ვგრძნობ შენში ჩემიდან ნერვის სხივთა მთვარეს
რომელიც მზის ნათლის ხურდის ეზოს გავდა...

ტანსაცმელს ვივიწყებთ ჩვენს თავის სიმბოლოდ,
ვშიშვლდებით ჩვენიდან ერთ-ურთის შევსებად
ვნება ბოლთასა სცემს ღამეულ ტრემოლოდ
ცეცხლით გწვავ მე, ჩრდილში ნავთობის შეგრძნებად;

გეხები სულიდან გაჟონილ სხეულზე
სიმწველით ხურდები ოთახის დუღილად
გაქაფვის დამუხტვა კერტების კრებულზე
ამბორით სივდება ნარცისის დუმილად

და ტკბობად ავარდნილ ხანძარის სინთეზში
ხალებზე გიქარგავ ამბორის სიგრილეს,
რომ არ გადაიწვა ორგაზმის სიცხეში
კოცნად დავაჩოქებ აღგზნების სიბილწეს

ჩვენ ისე გავქრებით ერთურთში ლესვისგან
ვერც კი გავერკვევით შენ მე, თუ მე შენ ვარ,
ისე დავიღლებით სარეცლის ლეწვისგან
ვიტყვით რომ გადაღლა სიცოცხლედ გვეშველა.



უცნაური მე
შენ რომ ძალიან ნიჭიერი ხარ ამაზე ორი აზრი არ არსებობს.. მაგრამ ამ თინეიჯერებს რაღას ერჩი, კიდევ შენი ლექსები უნდათ :D
ყოჩაღ, ყოჩაღ! მცირე დროში ნამდვილად დაიმსახურე ბევრი მკითხველის სიმპათია.. ზოგის გულიც კი მოიგე ალბათ :D წარმატებები!


ჰოდა თუ ვინმეს ზედმეტად უხურებს შეგრძნებებს ჩემი ლექსები აღარ ვაპირებ აქ დაპოსტვას და ნაკლები "საცდური" ექნებათ :D

მადლობა ;*

 


უცნაური მე
გიორგი გვალია
უცნაური მე
შენ რომ ძალიან ნიჭიერი ხარ ამაზე ორი აზრი არ არსებობს.. მაგრამ ამ თინეიჯერებს რაღას ერჩი, კიდევ შენი ლექსები უნდათ :D
ყოჩაღ, ყოჩაღ! მცირე დროში ნამდვილად დაიმსახურე ბევრი მკითხველის სიმპათია.. ზოგის გულიც კი მოიგე ალბათ :D წარმატებები!


ჰოდა თუ ვინმეს ზედმეტად უხურებს შეგრძნებებს ჩემი ლექსები აღარ ვაპირებ აქ დაპოსტვას და ნაკლები "საცდური" ექნებათ :D

მადლობა ;*

იმედია ამ კომენტარის გამო არ მიგიღია ეგ გადაწყვეტილება:) მე მომწონს შენი ლექსები და ბევრს, ამიტომ დაპოსტე, ბევრი და ხშირად :) თან ზემოთ აღვნიშნე კიდეც ბევრის სიმპათია დაიმსახურე, აქ ნამდვილად არიან პოეზიის მოყვარული ადამიანები.



არა, მაგ კომენტარის გამო არა. უბრალოდ არ მინდა აქ დაპოსტვა...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent