შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ უკვდავი ხარ ენდიმიონ


23-11-2018, 17:42
ავტორი bla.ell
ნანახია 1 814

ენდიმიონ...შენ უკვდავი ხარ და ცაში გძინავს.
ჰო ენდიმიონ,სელენე ვარ მე,როგორც მთვარე.
გთხოვ სილამაზევ გაიღვიძე ძალიან მცივა,
რა უაზროა ჩემი თხოვნა...არ ახელ თვალებს.

და შვილთა'შვილო ღვთაებათა,
შეგიპყრო ძილმა,
როს მაგ დახუჭულ წამწამებსაც ღმერთები სცავენ,
მე შენს ღრუბლებთან ვიპარები,
სიცოცხლეს გწირავ,
შენ კი ზევსისგან მოცემულ ძილს არ არღვევ მაინც...

რა უაზროა სიყვარული,წარსულზე მძიმე...
მე როგორც მწუხრით შემოსილ ქალს ყოველდღე მკლავენ,
ვაპნევ ზეცაზე სხვის ნაჩუქარ ვარსკვლავა მძივებს,
გთხოვ ნუ დაუთმობ ჩემს სხეულსაც ჰადესის მკლავებს...

მხრებსაც მიმძიმებს უშენობა,
კვლავ ცრემლთა წვიმა...
დღეს საუკუნოდ იწელება ყოველი წამი,
მე ხომ იგივე აღარა ვარ რაც წლების წინათ.
შენი სულიდან წამოსული სხივები მწვავენ.


პ/ს მოკლე შინაარსს დავურთავ, რავიცი ზოგისთვის გაუგებარი რომ არიყოს,რადგან ეს ამბავი რამდენიმე დღის წინ გავიგე და მომინდა საკუთარ გრძნობებზე, ამ მითოლოგიური ამბის მიხედვით დამეწერა❤

ენდიმიონი-ულამაზესი ბიჭი(მამაკაცი)რომელიც თქმულების მიხედვით ზევსმა სილამაზის გამო ცაში წაიყვანა და უკვდავებისთვის,მას სამუდამო ძილი მისცა,არსებობს კიდევ ერთი მითი მის შესახებ,ენდიმიონმა თავად სთხოვა ღმერთებს უკვდავება და მათ ეს სურვილი შეუსრულეს სამუდამო დაძინების სანაცვლოდ.სელენეს (მთვარის ქალღმერთს)ენდიმიონი ძალიან შეუყვარდა და ცაზე მოგზაურობისას თავის ეტლს გააჩერებდა ხოლმე და მძინარე ენდიმიონის სილამაზით ტკბებოდა,მითის მიხედვით,სელენეს (მთვარეს)ამის გამო მიეცა ნაღვლიანი და მწუხარე სახე...
გადავწყვიტე ეს პატარა უცნაურად ლამაზი მოკლე ისტორია,ლექსში საკუთარი გრძნობების გადმოსაცემად კარგი ვარიანტი იქნებოდა...
და ჰო კიდევ
ჰადესი-ნიშნავს სულების მბრძანებელს,მიწისქვეშეთის მეუფეა...❤❤❤



№1 სტუმარი სტუმარი ნინა

ძალიან მომწონს ეს ლექსი მითოლოგიაც მიყვარს მაგრამ ასე კარგად ნამდვილად ვერ ვერკვევი,კარგად წერ ასე განაგრძე

ძალიან მომწონს ეს ლექსი მითოლოგიაც მიყვარს მაგრამ ასე კარგად ნამდვილად ვერ ვერკვევი,კარგად წერ ასე განაგრძე

 


№2  offline მოდერი ენემი

ჩემი გოგო???? serenity ♥ კარგი ლექსია და ენდიმიონი მიყვარს ძალიან

 


№3  offline წევრი luana

როგორც ყოველთვის საინტერესო და ძალიან ლამაზი ლექსიაა ❤️ ხშირად გამოანათე ხოლმე რა ❤️

 


№4  offline მოდერი bla.ell

luana
როგორც ყოველთვის საინტერესო და ძალიან ლამაზი ლექსიაა ❤️ ხშირად გამოანათე ხოლმე რა ❤️

დიდი მადლობა საყვარელო ასეთი შეფასებისთვის❤ვეცდები მაგრამ ისე ხშირად აღარ მომდის "მადა" რომ ვწერო ამიტომ ვიკარგები ხოლმე..❤❤❤გამიხარდი

 


№5 სტუმარი სელენე

ეს მითი ბავშვობიდან ჩემი საყვარელი მითია ალბათ ბერძნულ მითოლოგიაში...ბავშვობაში ჩემს მეგობრებს ვთხოვდი სელენე დაეძახათ,არ ვიცი რატომ უბრალოდ მომწონდა და რომ მქონოდა ასეთი ნაღვლიანი ისტორიაც,ალბათ ეგეც კი გამიხარდებოდა...სულ ვფიქრობდი მთვარის ყურებისას ნეტავ რატომ აქვს ასეთი მომტირალი სახემეთქი...მერე მითოლოგიური წიგნები შემიყვარდა და მათ კითხვაში აღმოვაჩინე ეს ამბავი....ძალიან კარგი იყო წაკითხულს თავიდან მივუბრუნდი და კიდევ გადავიკითხე იმდენად მომეწონა,შენი ემოციები ამ მითოლოგიასთან ისე გაქვს შერწყმული რომ იდეალურად მეჩვენება...მომწონს ძალიან

 


№6  offline წევრი Saba Somxishvili

მომეწონაა <3
--------------------
"მე მეშინია, მაგრამ არა სიცოცხლის, არც სიკვდილის და არც სიცარიელის, არამედ იმის გაცნობიერების, რომ არც მიარსებია.

/დენი კიზი
ყვავილები ელჯერნონისთის

 


№7  offline მოდერი bla.ell

Saba Somxishvili
მომეწონაა <3

როცა ეს კომენტარი დაწერე მეც მეღვიძა და წარმოდგენა არ მქონდა ვინმე მაგ დროს ჩემ ლექსს თუ კითხულობდა დ ამითუმეტეს მოწონდა❤უღრმესი მადლობა ძალიან გამახარე❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent