წავიდე, არ წავიდე?
გათენდა, ისევ ქმრის გვერდით ვწევარ, ისევ მის სუნთქვას ვუსმენ. უძილო თვალებს ცრემლი აშრება, ისევ ფიქრები მაწევს. ვუყვარვარ, ვიცი ისევ ვუყვარვარ, მეც ისევ ისე ვყვარობ, მაგრამ იცით, რომ დიდი ხანია პეპლებს მუცელში ვერ ვგრძნობ. მიყვარს, ვუყვარვარ, მინდა, ვუნდივარ, იფიქრებთ უნდა მეყოს, მაგრამ ქალივარ ეშმაკი მაზის, ასე ცხოვრება მახრჩობს. ისევ წასვლაზე მეჩურჩულება, ჩემს გულში მჯდარი ჭია, მიატოვეო მახსენებს ისევ შენ ჯერ გაფრენა გინდა. ვდგები, ვიღიმი, თვალებს ვიმშრალებ, ვიცვამ სულ ახალ კაბას. და გაპრანჭული ქუსლზე შემდგარი წერილს ვუტოვებ ჩემ ქმარს. ვუყვები, როგორ მიყვარდა ერთ დროს, როგორ მინდოდა მასთან, მაგრამ უშვილოდ ყოფნამ დამღალა დედობა მინდა კმარა. მივდივარ, თითქოს თავისუფალი, თითქოს მომეხსნა ტვირთი, უშვილო ქმარი მივატოვე და გზას გავუყევი მშვიდი. ისევ ვუღიმი მე ჩემ ცხოვრებას, გეგმებს გეგმებზე ვაწყობ. წარმოვიდგინე ვიღაც ყმაწვილთან ოჯახს ვაშენებ ვხარობ. დედავარ, შვილი გვერდში მომყვება მიყვება ბაღის ამბებს, ბედნიერი ვარ, რომ ჩემს სიცოცხლეს ახალ სიცოცხლეს ვაძლევ. მაგრამ ამ ფიქრებს უეცრად ანგრევს გვერდზე ჩავლილი კაცი. კაცი, რომელსაც ხარბად ასხია სუნამო, ჩემი ქმრის მსგავსი. სულ ჩამოინგრა ჩემი ფიქრები, ყველა ოცნება გაქრა, როგორც არასდროს მე იმ წუთებში უსაზღვროდ შემიყვარდა. მივხვდი, ტყუილია ყველა ოცნება ყველა ფიქრი და გეგმა. კი აღარ მიყვარს მე შევისრუტე ჩემი ნაწილი გახდა. ახლა ერთს ვდარდობ, სახლში მივასწრო, არ ნახოს წერილი ქმარმა. არც შვილი მინდა და არც სიცოცხლე ღმერთო სიყვარულს ვკარგავ. ვიცი, რომ უაზრობაა და არც დადება ღირდა, მაგრამ რატომღაც მეც შემიძვრა “ჭია”. მაპატიეთ ამ ერთხელაც. პ.ს ჩემზე არ ვწერ ხოლმე. ძირითადად, არც რეალურ პიროვნებებზე, ამიტომ თქვენ როგორც გენებოთ ისე გადაწყვიტეთ ჩემი წყვილის ამბავი :დ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.