შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოდი, “მიყვარხარ” გავხადოთ ფასიანი


4-12-2018, 14:43
ავტორი luana
ნანახია 2 082

დღე პირველი.
შენთვის ვწერ, ახლა მხოლოდ შენთვის ვწერ.
მუზად ვაქციე შენი ლექსები,
სიტყვები ისეთ ზღაპრად მიქციე,
დედოფლობასაც აღარ ვჯერდები.
სადაც არ უნდა იყო ძვირფასო,
როგორი დიდი დარდით მოსილი,
მუდამ გახსოვდეს, რომ შენ ერთ გოგოს,
გაულამაზე მწარე დღეები.
ისევ მჯერა, რომ გამოიდარებს,
ისევ მჯერა, რომ არსებობს რაღაც,
ღმერთის გმობა, რომ არ დამანებე
მაშინ მივხვდი, რომ მჭირდები მართლა.

დღე მეორე.
სადაც აზრს კარგავს ჩემი და შენი,
სადაც აზრს კარგავს, რომ მარტო იყო.
ძნელია ჩვენი, რომ ერთმა შევქმნა,
ძნელია საზღვარი მარტომ ვანგრიო.
უაზრობაა იყო ამაყი,
გიყვარდეს, მაგრამ თქმა არ შეგეძლოს,
უაზრობაა, ელოდო მის სვლას,
შენი ნაბიჯი კი წინ არ იყოს.
უაზრობაა იცი ძვირფასო,
თავის ფასებით ფასი დაკარგე,
გიყვარდა, მაგრამ გულში ჩაიკალ,
გტკიოდა, მაგრამ ცრემლი დამალე.
თუ უსასრულო გახდა ლოდინი,
თუ კი აღარ აქვს ფასი შენ მოსვლას,
მასწავლე როგორ გადაგიყვარო,
მასწავლე როგორ წავიდე შენგან.

დღე მესამე.
თუ დათვლი რამდენჯერ გითქვამს “მე მიყვარხარ”,
და მათგან რამდენჯერ ყოფილხარ მართალი?
რამდენჯერ გრძნობები აგრევია და,
ვნება მოგინათლავს მისი სახელით.
და მაინც, მუცელში პეპლების გარეშე,
რამდენი დააჯერე შენს წრფელ გრძნობებში?
და სულში კოცონის აგიზგიზებამდე,
რამდენი გაახვიე გიჟურ ალერსში?
ხანდახან იმდენად დიდია სურვილი, ვიღაცა გვიყვარდეს, ვიღაცას უყვარდე,
იმდენად დიდია თვალზე ბინდს გვაკრავს,
ხანდახან შენც ვერ გრძნობ მას როგორ ატუებ.
მოდი, მიყვარხარ გავხადოთ ფასიანი.
გადახდის ვალუტად გძნობა დავაწესოთ,
და ვინც კი უაზროდ წარმოთქვამს ამ სიტყვას,
სულ ყველა მათგანი ციხეს გავამწესოთ.

დღე მეოთხე
შენზე რომ ვეღარ დავწერე, მაშინ მივხვდი, რომ შემიყვარდი.



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ღამე პირველი

რაღაც გუმანით ისევ საიტზე
შემოვბაჯბაჯდი.. ეს რომ მენახა,
თავად არ ვიცი.. დღეს სხვა ქალი მწერს,
თუ გრძნობით მთვრალი ისევ შენა ხარ?!

ვიკითხავ ყურებს მესამე ტაეპს,
ვფიქრობ, რა გულმა, როგორ ასწია,
რომ ლაკონურად სამ სტროფს განალექსს,
იდუმალების გარსში გაჰხვია..

სწრაფად დაჰქრიან ბნელში თითები,
შენს პოეზიას რომ არ ჩამორჩნენ,
მეც არ მიკვირდა?! უთიერთობა,
დამგვანებია თურმე სამ ოთხ დღეს...

ღამე მეორე

თუ გინდა იყავ ისევ უაზრო,
თუნდაც იყავი ცამდე მართალი,
არ მენაღვლება, ყველას ვუამბო,
როგორ ჩაგვიდნა ბნელში სანთელი..

ჰოდა სუფთა მაქვს რაკი სინდისი,
რისი სიშორე.. სევდა.. რას ამბობ..
რა საჭიროა ჩემით შიმშილი,
თუ შენ არ მოხვალ, ვინღა გამათბობს?!

იყავ მდუმარე.. თუნდაც ამაყი,
თუნდაც არეულ მოდი ნაბიჯით,
დე ისლუკუნე ბნელში მწუხარემ
რომ ჩაგიხუტე და არ გაგიშვი..

ღამე მესამე..

გაუფასურდა ყველა ვალუტა,
როცა ტუჩები ისევ გახურდა,
როცა ხელები იქცნენ სათბურად,
ყველა სასჯელი გაუფასურდა..

დაემხო ჩვენს წინ ყველა კედელი,
ჯერთ ურღვეველი ყველა ციხისა,
და მე გრძნობებით უკვე ბებერი,
გადმოვიღვარე თასში თიხიდან..

მიდი აანთე ცეცხლი ოთახში,
დაე გასწორდეს თვალსაწიერი,
ჩვენ აშენებულ გრძნობების სახლში,
ვერვინ იცხოვრებს სხვა მიწიერი..

ღამე უკანასკნელი..

შენ ვერას წერდი რადგან გიყვარდი..
მე ვარსკვლავებით ბნელში ვთამაშობ,
რომ მოვიხსენი შენთვის ნიღაბი,
ე მანდ მივხვდი რომ მაგარს ვჩათლახობ..

ისივ მოხაზა სტროფმა რითმები,
და როგორც იქნა შენშიც გათენდა,
მე აქ კვლავ მარტო ბნელში ვიქნები,
შენ შენს მიჯნურთან წახვალ აქედან...

 


№2  offline წევრი luana

ლაზარე 13
ღამე პირველი

რაღაც გუმანით ისევ საიტზე
შემოვბაჯბაჯდი.. ეს რომ მენახა,
თავად არ ვიცი.. დღეს სხვა ქალი მწერს,
თუ გრძნობით მთვრალი ისევ შენა ხარ?!

ვიკითხავ ყურებს მესამე ტაეპს,
ვფიქრობ, რა გულმა, როგორ ასწია,
რომ ლაკონურად სამ სტროფს განალექსს,
იდუმალების გარსში გაჰხვია..

სწრაფად დაჰქრიან ბნელში თითები,
შენს პოეზიას რომ არ ჩამორჩნენ,
მეც არ მიკვირდა?! უთიერთობა,
დამგვანებია თურმე სამ ოთხ დღეს...

ღამე მეორე

თუ გინდა იყავ ისევ უაზრო,
თუნდაც იყავი ცამდე მართალი,
არ მენაღვლება, ყველას ვუამბო,
როგორ ჩაგვიდნა ბნელში სანთელი..

ჰოდა სუფთა მაქვს რაკი სინდისი,
რისი სიშორე.. სევდა.. რას ამბობ..
რა საჭიროა ჩემით შიმშილი,
თუ შენ არ მოხვალ, ვინღა გამათბობს?!

იყავ მდუმარე.. თუნდაც ამაყი,
თუნდაც არეულ მოდი ნაბიჯით,
დე ისლუკუნე ბნელში მწუხარემ
რომ ჩაგიხუტე და არ გაგიშვი..

ღამე მესამე..

გაუფასურდა ყველა ვალუტა,
როცა ტუჩები ისევ გახურდა,
როცა ხელები იქცნენ სათბურად,
ყველა სასჯელი გაუფასურდა..

დაემხო ჩვენს წინ ყველა კედელი,
ჯერთ ურღვეველი ყველა ციხისა,
და მე გრძნობებით უკვე ბებერი,
გადმოვიღვარე თასში თიხიდან..

მიდი აანთე ცეცხლი ოთახში,
დაე გასწორდეს თვალსაწიერი,
ჩვენ აშენებულ გრძნობების სახლში,
ვერვინ იცხოვრებს სხვა მიწიერი..

ღამე უკანასკნელი..

შენ ვერას წერდი რადგან გიყვარდი..
მე ვარსკვლავებით ბნელში ვთამაშობ,
რომ მოვიხსენი შენთვის ნიღაბი,
ე მანდ მივხვდი რომ მაგარს ვჩათლახობ..

ისივ მოხაზა სტროფმა რითმები,
და როგორც იქნა შენშიც გათენდა,
მე აქ კვლავ მარტო ბნელში ვიქნები,
შენ შენს მიჯნურთან წახვალ აქედან...


ისევ მე ვარ,
ისევ მთვრალი,
და ისევ მე ვწერ.
როგორ ფიქრობ,
მე შენ ბნელში
მარტო დაგტოვებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent