შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ გამოიცნობ რა ფერისაა ჩემი თვალები?


6-12-2018, 08:57
ავტორი luana
ნანახია 2 019

თუ გამოიცნობ რა ფერისაა ჩემი თვალები?
და თუ მიხვდები გული სევდით რატომ მაქვს სავსე?
თუ გამოიცნობ რატომ ვითხოვ შენგან სიყვარულს?
და რად სჭირდები ჩემ დამპალ სულს ბობოქარს ასე?

წვიმა არ მოდის, რომც მოვიდეს ვიღას ადარდებს?
ხეტიალი ხომ წყვილებშია რომანტიკული.
არც ქარი არ ქრის, რომც იქროლოს ვინღა შეამჩნევს?
რომ ჩემი თმები არის სულ მთლად გადარეული.

ღამის წყვდიადში უმისამართოდ გამოვეშურე,
მოვდიოდი და არ ვფიქრობდი, დამხვდებოდი კი?
არც ის ვიცოდი, მარტო იყავ, თუ გყავდა ვინმე?
მთავარი იყო მომეღწია ღამე შენამდე.



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

თუ სული გილპება, იპკურე სუნამო,
დღეს წერა არ მძალუცს თაფლისფერთვალებავ,
შემოვხვდი კვლავ წარსულს მძიმეს და უამურს
და ახლა არავინ, არსად მებრალება.

იპოვე ჯერ ზღვაში ჩაშლილი სხეული,
და თუ მე აღარ ვარ დღეს შენი საბედო,
არ მინდა შევბღალო მე მზერის შევლებით,
არ მინდა შენს თმაზე შეხება გავბედო.

დამხედა ბნელეთმა.. ვგრძნობდი რომ დავობდი,
და სული კინაღამ გავაფრთხე იქავე,
დარჩი აქ მარტოკა, ან ჩემთან წამოდი,
და უფრო გარითმულ გასწავლი იგავებს..

მაბრუებს რატომღაც უაზროდ დილიდან,
გეძებდი.. მეგონა გიყვარდი.. გინდოდი..
შენს გულს ვინც უნდოდა, იმასთან მივიდა..
მე ჩემ გზას მოვნახავ, აწ უკვე, მშვიდობით..

 


№2  offline წევრი luana

ლაზარე 13
თუ სული გილპება, იპკურე სუნამო,
დღეს წერა არ მძალუცს თაფლისფერთვალებავ,
შემოვხვდი კვლავ წარსულს მძიმეს და უამურს
და ახლა არავინ, არსად მებრალება.

იპოვე ჯერ ზღვაში ჩაშლილი სხეული,
და თუ მე აღარ ვარ დღეს შენი საბედო,
არ მინდა შევბღალო მე მზერის შევლებით,
არ მინდა შენს თმაზე შეხება გავბედო.

დამხედა ბნელეთმა.. ვგრძნობდი რომ დავობდი,
და სული კინაღამ გავაფრთხე იქავე,
დარჩი აქ მარტოკა, ან ჩემთან წამოდი,
და უფრო გარითმულ გასწავლი იგავებს..

მაბრუებს რატომღაც უაზროდ დილიდან,
გეძებდი.. მეგონა გიყვარდი.. გინდოდი..
შენს გულს ვინც უნდოდა, იმასთან მივიდა..
მე ჩემ გზას მოვნახავ, აწ უკვე, მშვიდობით..


არ შველის დამპალ სულს სუნამოს პკურება,
არც თვალები არ მაქვს ძვირფასო მაგ ფერის,
ჩემ გულს ვინც უნდოდა ის ჯერ არ მინახავს,
დავდივარ უაზროდ, დავდივარ გიჟივით.

 


№3  offline წევრი sweetgirl

Auuu dzaan momewona ❤️❤️❤️ Rogor gaizarde da daixvewe ❤️❤️❤️❤️ Sul upro maoceb chemo kargo❤️

 


№4  offline წევრი luana

eremar
რამდენი ვიცინე :)))) თქვენ გაიხარეთ!


:დ ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent