შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იმ დილით მქონდა შემოტევა


7-12-2018, 16:56
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 310

თურმე მე იმ დილით მქონდა შემოტევა
და შენზე ფიქრებმა გული ამიჩქარა.
მე მაშინ მინდოდა ჯინსის შემოხევა.
იცი? სიგიჟემდე გულმა გაიხარა.

იმ საღამოს გულში სიგიჟე სუფევდა,
გული სიყვარულით სულ მთლად დაიფარა.
მაშინ ჩემს გონებას არვინ აწუხებდა,
შენი თავი ჩემში ჩუმად დაიმალა.

გრძნობა მე უეცრად გულში შემომეჭრა,
შენს გარეშე აზრი არფერს არ ჰქონია.
იცი? მე შენი ხმა თითქოს შემომესმა,
სხვა მე შენი მსგავსი არვინ არ მგონია.

მე შენში ვიპოვე ჩემი სიყვარული,
შენთან ერთად მე მსურს გარეთ სიარული.
იცი? ჩემი გული წითლად შენ შეღებე,
შენ ხარ დედოფალი, მე კი ალბათ მეფე.

იცი? შენს გარეშე მე მზე დამიბნელდა,
წვიმა დაიწყო და გული დამისველდა.
იცი ჩემს სიყვარულს სევდა სდევს და სდევდა.
იცი?! ჩემი გული მთელი ღამე გწერდა.

შენ რომ დაგინახე ღმერთი უარვყავი,
ჩემი გული ჩემგან გახდა უმართავი.
მას ხომ შენ უყვარხარ, შენ ხარ მისი ღმერთი.
იცოდე მისთვის ხარ გრძნობა ერთადერთი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent