შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება ჩემებურად


17-12-2018, 03:28
ავტორი TakSa
ნანახია 9 104

ბედნიერება რომ არსებობს ვიცი, და მჯერა,
რომ კვლავ ვიქნები ბედნიერი ერთ ლამაზ დღესაც. . .
ჩემი სული რომ დატოვებს სხეულს, წავა 'იმ' ქვეყნად,
მაშინ იქნება ბედნიერი ყოველი სევდაც . . .

ბევრი გამკიცხავს: რას ამბობსო სულელი ხედავთ?
მე კი, არა მაქვს ამის დარდი.. ჩავიქნევ ხელსაც . . .
მათ რა იციან როგორია გაგწიროს ბედმა,
მხოლოდ ელოდე, როდის გიხმოს თავისთან ღმერთმა.

პესიმისტობას დამწამებენ, განმსჯიან ბევრად,
"ურწმუნოაო!" მასაც იტყვის არმია ყბედთა
ალბათ, სურვილიც კი ექნებათ მაქციონ მტვერად
თუმცა, მე მაინც არ მადარდებს მათი ეს ქცევა.

და დაიღვარეთ თუ გინდ სიტკბოდ, თუ გინდათ გესლად,
მაინც ერთის მწამს ბედნიერების, და ერთის მჯერა,
ჩემი სული რომ დატოვებს სხეულს, წავა 'იმ' ქვეყნად,
მაშინ იქნება ბედნიერი ყოველი სევდაც . . .


T.S 2013


P.S არც დეპრესიაში ვარ და ნერვოზი მაქვს, არც ბედნიერებას, შვებას და ნეტარებას სიკვდილში არ ვხედავ (სხვა, უკეთესი გზები ვისწავლე laughing არც მითუმეტეს სიკვდილს არ ვაპირებ (ვინმეს ძალიანაც რომ უნდოდეს და გაახარებდეს ეს, მაინც არ ვაპირებ laughing ) და არც საერთოდ რამე თუნდაც მსგავსი... blush ძველი ცოტა მძიმე და დეპრესიული პერიოდის გავლენაა.. relieved
NOW I FEEL FANTASTIC! wink heart_eyes



№1  offline წევრი luana

მე მიყვარს დეპრესიული ლექსები :D მაგრამ მიხარია, რომ ახლა კარგად ხარ ❤️ წარმატებები ❤️

 


№2  offline წევრი ლეა

ვიზიარებ შენეულ ბედნიერებას და ჩემი მხრივ მინდა გიწილადო ჩემეული სითბო და პოზიტივი))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent