შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეუფასებელს


18-12-2018, 15:24
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 179

ერთადერთი ხარ ჩემთვის ამ ქვეყნად,
სხვა არ არსებობს ჩემთვის აქ არა.
მე არ ვიქნები აქ სხვების მდევრად.
ხალხნო, გაჩუმდით გთხოვთ, კმარა, კმარა.

ერთადერთი ხარ ვისაც მე ვერვის
ვერ შევადარებ ჩემო ძვირფასო.
ჩემი გული შენ სულ გვერდით გეკვრის.
ამბობს, მხოლოდ ის მე თუ მიყვარსო.

ერთადერთი ხარ ვინც ამ ცხოვრებას
სულ აფერადებს ნათელ ფერებში.
ერთადერთი ხარ ვინც საოცრებას,
ჰქმნის ჩემი გულის ხანძრის კერებში.

ერთადერთი ხარ ვინც გრძნობისგან მწვავს
და თან მაგრილებს მე ფერფლად ქცეულს.
ერთი ხარ ვის გამოც გული სხვას კლავს
და ვინც არ ტოვებს ამ ჩემს გულს ეულს.

ამ ცხოვრებისთვის სულ შენ მჭირდები,
და შენს გვერდით ვარ ამას გპირდები.
იცი? მიყვარხარ, შენზე ვგიჟდები
ერთადერთი ხარ, ალბათ მიხვდები.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent