ჩვენს ნაპირებს
არ ვცდები მე ჩვენს ნაპირებს, აქ მგონი წვიმას აპირებს. დრო ჩვენს გრძნობებს ვერ ამცირებს და მას ვერავინ დასცინებს. შენზე ვფიქრობ და ვფიქრობდი და სხვას არავის ვიხმობდი. ჩემს გულს უყვარხარ, უყვარდი, უეცრად შემოუვარდი. შენც გთხოვ არ გასცდე ჩვენს საზღვრებს, თუ გსურს არ გავშლი დღეს აფრებს. უშენობა ხომ მე მარღვევს, შენ ჩემი ღმერთი შეგარქვეს. ანდა ვინ არის ეს ღმერთი როცა არსებობ შენ, ერთი. მე დიდი ხანი გეძებდი და მე უშენოდ ვერ ვძლებდი. ერთი ხარ და სასწაული სხვები კი - დანაშაული. უშენოდ ღმერთი კვლავ მიხმობს და მე არავინ დამინდობს. შენსკენ მოვაპობ უდიდეს ტალღებს და არც ვუყურებ ძველ, გამხმარ პალმებს. არ ვცნობ ჯოჯოხეთს, ედემის ბაღებს, უჩვენოდ მათ კარს არავინ აღებს. არ ვცდები მე ჩვენს ნაპირებს, ცხოვრებას ვერვინ აგვირევს. გრძნობით ლექსებს სულ დაგიწერ, სიყვარულს კი ვერ აღგიწერ. არ ვცდები მე ჩვენს ნაპირებს, აქ მგონი წვიმას აპირებს. დრო ჩვენს გრძნობებს ვერ ამცირებს და მას ვერავინ დასცინებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.