შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ გათენდება შეგიყვარდები?


16-01-2019, 18:10
ნანახია 1 662

იანვრის კვდომას ტირის სარკმლები
(ალბათ ნიავსაც გულმა თუ უგრძნო),
აუფრიალა სარკმლებს ფარდები
და ჩამოღვენთილ ნაცრემლებს უშრობს.
შორს სიცივეში დუმან ვერხვები,
ეგუებიან ზამთრის სიმშვიდეს,
შენს მონატრებას ხელით ვეხები,
როგორც მერცხლები ფრთებით ცის კიდეს.
დავხუჭავ თვალებს, ვიძინებ თითქოს,
ვენიდან სისხლში უშვებენ სიზმრებს,
ვდგავარ და მათოვს, ვდგავარ და მათოვს,
ფიფქთა მორევი ზეცაში მითრევს.
მიმავიწყდება იანვრის კვდომა,
ამნეზია და... იწყება ფარსი:
სარკმლები, ცრემლი, ფარდების ქროლა
და გაყინული ვერხვების ვალსი.
სიზმრებში ფერი ეცვლება დარდებს,
ცხადში შავია, აქ — ოდნავ ბაცი,
ვდგავარ და მათოვს, მათოვს და არ დებს,
ქარიც უცხოა, არც ზღვის და არც ცის.
იანვრის კვდომას გლოვობს სარკმლები,
კვლავ გააბოლებს მთები ყალიონს,
თუ გათენდება, მომენატრები,
თუ გათენდება, ვიგრძნობ ალიონს.
მხოლოდ ორია ძილშიც უცვლელი,
სიყვარული და ეს აკორდები,
რომ გათენდება გეტყვი უთქმელსაც,
რომ გათენდება შეგიყვარდები?
~ ბ.ბ. ~



№1  offline წევრი luana

ძალიან, ძალიან ლამაზი ლექსია ❤️

 


luana
ძალიან, ძალიან ლამაზი ლექსია ❤️

მადლობაა heart_eyes
--------------------
~ბ.ბ.~

 


№3  offline წევრი sweetgirl

Momwons sheni leqsebi❤️❤️❤️Saocari ritmis grdznoba gaqvs ❤️❤️Warmatebebi❤️

 


sweetgirl
Momwons sheni leqsebi❤️❤️❤️Saocari ritmis grdznoba gaqvs ❤️❤️Warmatebebi❤️

ძალიან დიდი მადლობა heart_eyes
--------------------
~ბ.ბ.~

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent