შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაზე გრძელი ღამეები იწყება ახლა ...


7-01-2019, 14:51
ნანახია 1 631

ყველაზე გრძელი ღამეები იწყება ახლა,
უძილობით და ფიქრით სავსე - ნაცნობ სურნელით.
ცრუ ღიმილების კონტრაქტი მაქვს საკუთარ თავთან,
რომ არ მეწერა ამ ყველაფერს ვერ გავუძლებდი.

თოვლის ფიფქივით სუფთა ვიყავ სანამ დამსვრიდნენ,
წვიმის წვეთები იარებად მატყვია სულზე.
ბავშვობის წლები როგორც წამნი ისე გავიდნენ,
წიგნი ვარ სადაც თავადვე ვხევ საჭირო ფურცლებს.

თმებს მხრებზე ვიყრი, შავ პერანგში ვმალავ ჭრილობებს,
უძილო ღამით ნათევ თვალებს ვუსწორებ სარკეს.
მზერიდან სუსტ და უსუსურ ბავშვს წამსვე ვიშორებ
და ცრემლთა სკივრში განათენებ თეთრ ღამეს ვატევ.

შებინდებისას ნიღბებს ვიხსნი ( დილით რომ ვიხდენ, )
გათენებამდე საკუთარ თავს ვიტან სიმწარით.
მე ყოველ ღამით ფერად სამოსს ღიმილით ვიცმევ ,
რომ არასოდეს დამავიწყდეს
- ბავშვიც ვიყავი! ...

სხეულის ლაქებს ვუშველი და თვით სულს რა ვუყო,
შავად რომ ვღებავ ყოველ ჯერზე ნაპოვნ თეთრ წერტილს.
ვინმემ რომ მთხოვოს მთელ სიცოცხლეს წამსვე დავუთმობ,
მაგრამ ჩემს განვლილ ცხოვრებაზე ვერაფერს ვეტყვი.

ჩემს ცაზე ღამით ვერ შეხვდები მცინარე ვარსკვლავს
და არც ღრუბლები თამაშობენ მზის ცხელ სხივებთან.
გაკრახმალებულ ზეწარივით თეთრია ცა და,
როცა ვუყურებ ცხადად ვხედავ როგორ წითლდება.

ასე ვარ...
ლექსებს დავიწყებ და შუა გზაში ვრჩები,
კალამს და ფურცლებს ჩუმად ვმალავ კუთხეში რადგან,
ბინდდება უკვე, წერას ვწყვეტ და სულ სხვა მე ვხდები
ყველაზე გრძელი ღამეები იწყება ახლა...

ჩუმი 'პოეტესა'



№1  offline წევრი luana

რომ იცოდეე როგორ მომეწონაა ❤️ ჩვევა მაქვს, რომ კითხვისას საუკეთესო სტოფი გამოვყო და ახლა ვერ შევძელი, ყველა სტროფი ისეთი ღრმა, ისეთი “ჩემიანი” და ისეთი ლამაზი იყო.
საოცრად მოვიხიბლე ❤️❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent