შენა ხარ (თამუნა ცერცვაძეს)
შენა ხარ წყარო, თავანკარა-მე ვარ წყურვილი, შენა ხარ ნება-მე ვარ გზნება, მე ვარ სურვილი. შენა ხარ სიო-სასხვისიო-მე ვარ ხანძარი, შენ ხარ ნათელი-მე სანთელი-შენი ტაძარი. შენა ხარ ხატი, სალოცავი-მე ვარ მლოცველი, შენ ხარ ვაზი-მე ვენახის ფესვის მკოცნელი. შენა ხარ ქარი, ბობოქარი, შენ ხე ხარ ნატვრის, მე მადრიგალი,შენ-გრიგალი ნატვრის ხეთათვის. შენა ხარ მთვერე, ღამის ვერცხლი, მე-მთვარეული, შენ სულით-ხორცი, მე კი შენით გადარეული/ შენა ხარ მიწის სიხავერდე, შენ ხარ ჯეჯილი, შენ ხარ სიცოცხლე მი კი შენით გულგაგლეჯილი. შენ ხარ ნექტარი სათაფლიის, მე ვარ იელი, შენა ხარ თაფლი მე-ვიღაცა გადამთიელი. შენა ხარ სხივი მზის ხანჯლების, მე კი ვარ თოვლი, შენა ხარ ცეცხლი, ჩემთვის მზეც-კი გამლღობი ყოვლის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.