ჩემი სიყვარული, მე შენ გაჩუქე (თამუნა ცერცვაძეს)
ჩემი სიყვარული, მე შენ გაჩუქე, შენ მოგიძღვენი ჩემი სიცოცხლე, მენატრებოდი, მაგონდებოდი, ნეტავი, შენ თუ გაგონდებოდი. მე ახლა ვზივარ, ოთხ კედელს შუა, ვფიქრობ და ვიგონებ, შენს ლამაზ სახეს, შენს სიახლოვეს, შენს მოფერებას, რომელიც იყო უკვე ჩვენს შორის. მე ნაწყენი ვარ, ჩემი ბედისა, რა დავაშავე, რისთვის ვისჯები, მაგრამ იცოდე, მე შენ მიყვარხარ, და არასოდეს დამავიწყდები. მე ასე ვფიქრობ, იცოდე კარგო, მაგრამ მეც მინდა, ვიცოდე მაინც, თუ შენ რას ფიქრობ, ჩემზე ამჟამად? იმედი მაქვს, რომ კიდე გვეწვევა, ეს სანატრელი, ძვირფასი გრძნობა, მაგრამ ვერასდროს ვერ შეედრება, პირველ სიყვარულს, პირველ სიხარულს. არ ვიცი რატომ გაგიჩნდა ეჭვი, ეს უბედური ეჭვი ჩემზედა, მაგრამ რაღაც დროს მე გიღალატე, ამას ვმალავდი, ვერ გიბედავდი. მე კი დავრწმუნდი მართლა გიყვარდი, ალბათ მნატრობდი და მე მელოდი, მე კი ვიჯექ და სხვაზე ვფიქრობდი, შენ კი უეცრად წარსულს მიგცემდი. მაგრამ არ ვმალავ, კვლავ შენზე ვფიქრობ, მენატრები და ვიხსენებ იმ დროს, როცა გიყვარდი და მეც მიყვარდი, და გვიხაროდა ცხოვრება ჩვენი. კარგი მოვრჩები ასე ამგვარად, მე შენ გიძღვენი ნაწერი ჩემი, ესაა ჩემი სურვილი შენთვის და შენ იცოდე კვლავაც მე გელი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.