შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შუაღამის მზე .


25-01-2019, 23:09
ნანახია 1 529

მარტო ვდგავარ და ტანს მოხვეულ მარწუხებს ვებრძვი,
დამდგარ წყალში კი ბაცილები თუკი მეტია,
თვალებს დავხრი და მოჩვეული სიმორცხვით გეტყვი,
მოჩვენებითად გვესმის გიჟებს გეომეტრია.

ფრთებს მხრებში ვმალავ, არადა მსურს ფართოდ გავშალო,
ოჰ როგორ მინდა გადმოვხედო მიწას ზეციდან.
რა დიდია და რა პატარა ამ დროს სამყარო
და მეც როგორი ბავშვური ვარ დედის ხედვიდან.

რეალობის და გამოგონილ ცხოვრების ზღვარზე,
გამოვიგუდე უსასრულო უჰაერობით.
მე ყოველ ღამით ჭიქა სასმისს პირამდე ვავსებ
და საკუთარ თავს წამითაც კი აღარ ვენდობი.

შევიცვალე თუ დრომ შემცვალა? _
დავდუმდები და...
ადამიანებს დავაბრალებ ეჭვთა გაჩენას.
თუკი არ იცი დამერწმუნე დაბრუნდებიან,
ადრე თუ გვიან ვინც წარსულში ვერც
კი გამჩნევდა!

ურთიერთობებს ყავასთან აქვთ დიდი საერთო,
თუკი გაცივდა პირვანდელი გემო აღარ აქვს.
მას არ შეეძლო ჩემთვის თუნდაც წამი დაეთმო,
მე ყოველ დილით ლექსებს ვქმნიდი მისთვის გზადაგზა.

დიდ რუხ ნაბადში შუაღამეზე კვლავ ზღვას შევყურებ,
გაყინულ ტალღებს ჩემებურად თამაშს ვუბედავ.
უნდა გაჩერდეს დედამიწა ჩემი შემყურე,
უნდა გაჩერდეს ამ ყველაფერს ღმერთი თუ ხედავს...

კვლავ მარტო ვდგავარ და აქ ახლა შუაღამის მზეა,
კვლავ ის წყალი ვარ სიღრმეებში ბაცილით სავსე.
დღეს ჩემს სხეულში არც კი ვიცი რამდენი 'მე' ვარ,
გიჟიც, პოეტიც, ანგელოზიც...
მსურს ბავშვად დავრჩე!

ჩუმი 'პოეტესა'



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ვინ.. თუ არა შენ blush შესანიშნავი იყო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent