შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცვლილება


2-02-2019, 17:51
ავტორი levani8
ნანახია 1 092

მეშინია ფიქრების და სიბნელეში მარტო ყოფნის
მეშინია ყოფნა ისე თითქოს არც ვარ სამყაროში
ყოველ ღამე დაძინებას რომ ცდილობდეს ეს ფიქრები
იქნებ სადმე გულის სიღრმეს სიმშვიდისა ვნახო კვალი

მოსვენებას რომ მიკარგავს ეს წყეული შავი კვამლი
არ მანებეს თავს იქამდე სანამ მიწას თავს არ დავხრი
არ მშორდება არ მცილდება მეგზურია ჩემი ავი
ყოველ ღამე ეს სიბნელე მუდამ ჩემთან რატომ არის

მეშინია დაღამების და იმ განცდის რაც მომელის
მეშინია გათენების რადგან ბოლო ხომ მწარე არის
სამყაროში უპატრონოდ ხეტიალის მეშინია
დაღამების მეშნია განცდა იმის რაც მომელის

და ეხლა რომ მოვინდომე დამეწერა მთა და ბარი
მომაკითხა გვერდით მიზის და ხელს მიშლის ხეიბარი
დაველოდე იქნებ მომწყდეს დამანებოს ნეტავ თავი
არ მომშორდა არ გამცილდა ეს ქვესკნელის შავი კვამლი

შემდეგ უცბად შემომხედა სიცივემ რომ დამკრა ტანში
მომაშტერდა არ მაცილებს ეს წყეული მზერას მკვდარის
გაშმაგებით ეცა ფურცელს და კალამი მყარად ხელში
ჩამოწერა მან ის რაცა დიდი ხნისა ჰქონდა გულში

ფიქრებში ვარ და ვაწამებ იმას ვისაც დავემგზავრე
არ ვასვენებ არ ვშორდები მანამ სანამ არ დავანგრევ
შთავაგონებ მას იმის ფიქრს რომელიც მსურს რაც მახარებს
დავაჩოქებ და სიბნელის ფართო გზაზე უსინათლოდ გავამგზავრებ

ბავშობიდან თან მოგყვები შენ ვერ მხედავ და ვერც მამჩნევ
მხოლოდ მაშინ დამინახავ მე თუ ამას მოვინდომებ
მხოლოდ მაშინ როცა ვიცი ჩემს ხელში ხარ და ვერ დამტოვებ
დაგანახებ რომ ვარსებობ ამით მეტად გავიხარებ

როცა ვინმეს შეუძლია დამინახოს ეს შვებას მგვრის
თავს ცოცხლად ვგრძნობ ისე როგორც უწინ ვგრძნობდი
ნაპერწკალი სიმშვიდის და სიცოცხლის რომ მოვიპოვო
შენი სული უნდა ვშთანთქო და ბოლომდე დაგიმონო

დაამთავრა სტროფი და მსწრაფლ თვალი თვალსა გამიყარა
მისი ზიზღი სადღაც გაქრა თვალი ცრემლით დაეფარა
ერთ დროს მკვდარი მისი სახე ასე უცბად რამ შეცვალა
მის თვალებში სინანულის და იმედის ქარმა გაჰკრა

მომაცილა თვალი და კვლავ თავის ნაწერს მიაჩერდა
ჩაიკითხა ის რაც წეღან გაშმაგებით მან დაწერა
შეწუხებულს თვალთა ცრემლი მიწაზე რომ დაენარცხა
შეზანზარდა დედამიწა და წერა კვლავ გააგრძელა


მხოლოდ მაშინ ვიმალები და ვცდილობ რომ დაგემალო
როცა ჩემი დანახვისას შენ დამტოვებ ვერ დაგიპყრობ
მიმატოვებ და კვლავ მარტოდ მიწევს ყოფნა
მოსვენება დაკარგული ვხეტიალობ ჯოჯოს ხეთსა

ვერ ვერევი ვერ ვაჩოქებ მას ვისაც აქვს ჯვარი გულსა
მწვავს და მდევნის არ მაკარებს მე ეს მადლი სინათლისა
უსუსურად გამოვჩნდები შიში ჩემი ეკარგება
ამიტომაც ვიმალები და გზას ვეძებ მორევისა

დავიღალე მუდამ ასე ტაჯვნით ომით
აღარ მინდა წვალება და ტანჯვა კაცის
დავიღალე მაგრამ სხვა გზა არსად არის
უამისოდ ვერ გავუძლებ სიმშვიდე მაქ დანაკარგი
ნეტავ იმ დროს დამაბრუნა რომ უარვყავ მე ნათელი
არ დავუშვებ იმ შეცდომას რაც წინაზე მე დავუშვი
არ დავხედავ მე ამ მიწას და თვალს ზეცას მივაპყრობდი
ჯოჯოს ხეთი არი ცრემლი სურვილის რომ დაბრუნდები

ეკლესიის ზღუდე მიშლის ვერ შვდივარ მე მათ სულში
ცეცხლის ალი გარს რომ არტყამს არ მაკარებს ის ხელს მიშლის
უჩინარი კაცთათვის და ხილულია მუდამ ჩემთვის
უუფლებო ყოფნა ასე მაგიჟებს და შორს გამტყორცნის

ის იმედი რომ რაც იყო კვლავაც ისევ დაბრუნდება
ამის წერის სურვილს მიჩენს ნეტავ ჩემთავს ეს რა ხდება
სინათლისა სხივი მოჩანს ღრუბლებიდან რომ გამოჰკრთა
და დაეშვა იმ მიწზე სადაც მუდამ ბნელსა ვთესავ

ამოვიდა მზე და იგი უჩინარი იქნმა წამსვე
გადაგორდა ეს ფიქრები და სიმშვიდეც მომხვდა გულზე
უკვე ვიცი სუსტი მხარე და მეტად მე ვერ დამანგრევს
მაგრამ ნეტავ რად უნდოდა გამჟღავნება მისი ასე?

როდის იყო რომ ბოროტი სინანულის ცრემლსა ღვრიდა
და მის თვალში მკვდარი მზერა იმედებით შეეცვალა
დაბრუნება მას უნდოდა იქ სადაცა უწინ იყო
ამ იმედით იგი შეძლებს დაკარგული დაიბრუნოს?

ზეცა იძრა და მიწაზე სიხარულის ხმა მოისმა
ბნელს რომ იყავ და ბოროტს რომ სჩადიოდი
უარყავი თავი შენი და კაცთათვის კარგი სთქვიო
საბრძოლველი იარაღი მათ ამცნე და ამიტომაც გადარჩიო

მოგეტევნა შენ სიბნელე და აწ ჩემთან იქნებიო
აღარასდროს დამტოვებ და მუდამ ასე იქნებიო
შენ ისწავლე ფასი იმის რაც ოდესღაც დაკარგეო
და აწ მარად ჩემთან ერთად ამ სუფრიდან ლუკმას ტეხო




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent