ეს ერთადერთი გული
ეს ერთადერთი გული, შენ გამინათე დეა. ჩემთვის ეს სიყვარული, ბედნიერების მზეა. ეს ერთადერთი გული, შენ გამიბრწყინე კარგო. ერთი ხარ სიხარული, მე შენ მიყვარხარ მარტო. ეს ერთადერთი გული, შენსას ხომ მუდამ ეტრფის. შენია ჩემი სული, ჩემს გულს გრძნობები ერთვის. ეს ერთადერთი გული, შენ მოგიძღვენი კვლავაც. ვიყავი დაკარგული და მოგაგენი მთვრალმაც. ეს ერთადერთი გული, ნაზად დაჭრილი თანაც. ალბათ ვარ ცოტა რთული, ვერ დაგვასველა წყალმაც. ეს ერთადერთი გული, მხოლოდ შენია, შენი. შენთვის მაქვს სიყვარული, ხარ ამ ცხოვრების ძღვენი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.