***
იქნებ ისევ ბავშვი ვარ, თუმცა უკვე მოხუცი, თითქოს მთელი სამყარო ჩემთვის მძიმე ტვირთია, ახლა როცა მარტო ვარ ღამით სავსე ოთახში, როცა სულში ქაოსი, დატენილი დენთია, ახლა ისევ ისა ვარ, თუმცა უკვე დაღლილი, წლები ჩემგან მიდის და მანძილს ტოვებს წარსულთან, ბნელში ჩემი ფიქრები სველ ქუჩაში დაღვრილან, ისე გადაუღებლად... გაჩერება არ სურდათ. განა ან აქ როდი ვარ? სიმძიმეს ვგრძნობ და მტკივა, ცარიელი ან იქნებ უშენობამ გამხადა?! რომ შემეძლოს დაწყება ცხოვრების ამ წამიდან, რომ შემეძლოს ხელახლა მიგიჩვევდი თანდათან, მწუხარება უთქმელი ქარს მოჰქონდა ჩემამდე, ვიცი, ეს განშორება ჯოჯოხეთის ტოლია, ქარში შენი ლანდები წამწამიდან _ წელამდე გაზაფხულზე მთვარიან ღამის თანასწორია... ისევ ქალაქს გავყურებ, გარეთ ისევ ციოდა, ამის შემდეგ არ ვიცი ტკივილს თუ კი ავიტან, რომ შემეძლოს წარსულის დავიწყება იოლად, რომ შემეძლოს სიყვარულს გაგიმხელდი თავიდან, იქნებ დილა შიშია? შიში ბოლო შეხვედრის, შეხვედრამდე ძველ სკამზე უსასრულო ლოდინის, იმედები მარტივი თითქოს ერთი შეხედვით ასხმულია ცხოვრების ყოველდღიურ ცოდვებით, სულ ერთია რას იტყვი, მხოლოდ რამე მითხარი, თორემ უკვე ქარები შეთოვლილან უშენოდ, ვიცი რომ ეს გრძნობები სხვაგან ვერ ამიტანენ, ვიცი ამ მონატრებას შენში არ დაუშვებენ, ახლა ღამე მშვიდია, იქნებ მარტო დროებით, თითქოს ვიყო ბალღი და თუმცა უკვე მოხუცი, ახლა როცა შევმდგარვარ სამყაროს მოშორებით თამბაქოს და სიჩუმის კვამლით სავსე ოთახში, ჩემს გარშემო სევდაა, ცივი, შემაზარები, რომ გავქრები უკვალოდ უკვე აღარ მგონია, ახლა რა ვთქვა არ ვიცი, როცა მომეძალები, როცა ეს განშორებაც ჯოჯოხეთის ტოლია, თუ კი მთელი სხეულით სიმძიმეს ვგრძნობ და მტკივა, ვდგავარ ასე დაღლილი, წვიმს... და ისევ მაწუხებ _ რომ შემეძლოს სიყვარულს გაგიმხელდი თავიდან, რომ შემეძლოს ხელახლა გაჩუქებდი ამ წუთებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.