მარაბდის ველზე
მარაბდის ველზე დაჭრილ არწივს ყვავი დასჩხავლის სიკვდილის პირას მომაკვდავი ვარდებს ეკლიანს გულზე დაიყრის სისხლიან წვეთებს მის თვალწინ მწკრივად დანთხეულს მიაპყრობს მზერას და აათრთოლებს მისსა სულს ასე მოღუშულს მარაბდის ველზე დაჭრილ არწივს ყვავი დასჩხავლის დღეს ნაადრევად ჩამობნელდა ცა დიდებული დღეს ყვავთა გუნდი დასტრიალებს მარაბდის გუმბათს და მიწა მისსა სიცოცხლისას დამალავს კვირტებს მარაბდის ველზე ბერიკაცი ვარდებით ხელში სიბერისაგან დასუსტებულს ყვავი დასჩხავლის ოდეს სიმხნევე მისი სადღაც გადაკარგულა და მისი სევდა მისსა გულში მყარად გადგმულა მარაბდის ველზე ძმათა სისხლი დღესაც ატყვია ცხრავე საფლავი ცხრავე ვარდს ისევ დაიტევს და ის არწივი მათ საფლავებზე ვარდებით ხელში და ფიქრი მისი მოსვენებას რომ უკარგავენ მარაბდის ველზე ბერიკაცი შვილების საფლავს თავს დასდგომია მარაბდის ველზე ბერიკაცი ვარდებს ეკლიანს გულზე დაიყრის სისხლიან წვეთებს მის თვალწინ მწკრივად დანთხეულს მიაპყრობს მზერას და აათრთოლებს მისსა სულს ასე მოღუშულს მხოლოდ გმირები კვდებიან ადრე ვინც შეასრულა თავის მისია ვინც მრუდე გზებით არ გაიარა და სამოთხისა დაიწყო წინსვლა მხოლოდ ცოდვილი არტოვებს მიწას სანამ მისი გზა კლავაც მცდარია სანამ ჯვარს მისსას ეკლიანს მწარეს ხელს არ მოჰკიდებს და არ იტვირთავს მარაბდის ველზე ბერიკაცი ვარდებით ხელში დავჩაქინდრული საფლავების წინ დაიდებს ბინას მისი სიბერე მისი გზების გამომხატველი და ფიქრი მისი და სულიც მისი აფრინდა ზეცად |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.