შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაკარგული სიყვარული


13-03-2019, 15:33
ავტორი Magnitomania
ნანახია 4 948

ისე დაგკარგე, ვერ გითხარი მე სამი სიტყვა,
ახლოს რომ მყავდი მე ვიყავი მუნჯი სრულიად,
"მე შენ მიყვარხარ" ამისი თქმა, იცი? რთულია,
როდესაც გულში დამალული სიყვარულია...

ახლა სხვისი ხარ გამიფრინდი ჩემო ფერია,
მეც ეული ვარ, დასაკარგიც არაფერია
და ახლა მინდა გაგიმხილო მეც ჩემი დარდი,
დღეს შენ გაიგებ ჩემო კარგო როგორ მიყვარდი...

ჩემთან რომ არ ხარ, ეს ნამდვილად ჩემი ბრალია,
"მე ხომ მიყვარხარ" მშვენიერო დიდი ხანია,
ამ ლამაზ გრძნობას მე ყოველთვის გულში ვმალავდი
და ჩემს სიყვარულს მეგობრობის ნიღბით ვფარავდი...

შენი წყალობით ჩემი გული იყო სულ თბილი,
შენთან ვიყავი მე ყოველთვის ვით შენი ჩრდილი,
მე შენთან ერთად მოვიარე მთები თუ ბარი,
მაშინ ხომ მერქვა მშვენიერო მე მეგობარი...

მე შენ მიყვარდი იმ წუთიდან როგორც კი გნახე,
შენი ლამაზი ნაწნავები რომ დავინახე,
შენს სიახლოვეს გავატარე თერთმეტი წელი,
მაგრამ "მიყვარხარ", ვერ გითხარი მე ვერ შევძელი..

ვერ წარომიდგენ ჩემი გული თუ რას იტანდა,
შენი თვალები სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა,
რომ გიხაროდა?! სიხარულის ცრემლი მცვიოდა,
შენი ტკივილი, ორჯერ უფრო მეტად მტკიოდა..

სულ რომ გიკვირდა, "ყვალა ბიჭი მექცევა თბილად"
"არადა სხვებს ხომ აწვალებენ ისინი ხშირად"
მეღიმებოდა რომ გისმენდი მუდამ ამაზე,
არც კი იცოდი მე რამდენი გავალამაზე...

მე ბევრი ღამე შენზე ფიქრში დამთენებია,
იცი? შენსავით მე არავინ არ მყვარებია,
ამდენი წელი სიყვარული ჩუმად ვატარე,
მთელი ცხოვრება საყვარელო გულით გატარე...

და ერთი რამე მშვენიერო გახსოვდეს მინდა,
ეს გრძნობა იყო რაც გამაჩნდა ყველაზე წმინდა ...



№1  offline წევრი ზღვა))

უნდა გეთქვა...ან ეხლაც თქვი იქნებ არაა გვიანი <3

 


№2  offline წევრი Magnitomania

ზღვა))
უნდა გეთქვა...ან ეხლაც თქვი იქნებ არაა გვიანი <3

უკვე საკმაოდ გვიანია, თუმცა ლექსი კარგ მოგონებად დარჩა <3

 


№3 სტუმარი სტუმარი უცნობი

თუ შენ ფიქრობ რომ ახლაც შეიძლება არიყოს გვიანი დაელაპარაკე!
დამიჯერე თუ ბედია თქვენ მაინც ერთად იქნებით❤️ წარმატებები!

 


№4 სტუმარი სტუმარი Gandegili

Netav me viyo patara cremli rom shens tvalebze nazad viaro racki dardigaqvs an siyvaruli msurs shentanertad gaviziarooo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent