უბრალოება
დაღამდა ისევ, მზე ჩაესვენა, მთვარე, ამოსვლას აღარ კადრულობს, გაფერკმთალებულ ლამპიონს სურს, დღეს სიზმრები ცხადად მაუწყოს. წუთში დავიწყე წამების ათვლა, თვლის დროს ვფიქრობდი, რამდენი დამრჩა? დაძაბულობის, ორმაგი ფაზა, შვებას ვერ მომგვირს, მე სხვების განსჯა. სამოთხეს ვეძებ დედამიწაზე, ძებნა შევწყვიტე, ვერსად ვიპოვე, გაბოროტებულ ხალხის მორევში, ბოღმის შუაგულში გადავიკარგე, თავის დაღწევა ბევრჯერ ვეცადე, მაგრამ სიმშვიდე ვერ მოვიპოვე, დედამიწაზე გადაკარგულმა, თითქოს სამყარო გადავიყვარე. საშველად, ბევრი მოვიდა ჩემთან, ,,განსწავლულების,,სიბრძნის არ მჯერა, როდესაც, თვალები სიმართლეს ჰყვება, ისინი უმალ, წავიდნენ ჩემგან, ,,განსწავლულებმა,, მე ვერ მიშველა, უბრალოებას, მოვუხმე ჩემთან, უბრალოებამ, მე მომცა შვება! ამიტომ, მათი ვიწამე ქვეყნად, უბრალოება, თან რომ დაჰყვება! იზა ჭანუყვაძე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.