შენთვის სიყვარული სიტყვის მასალაა
გრძნობა რითმასავით გულში დამებადა, ცოტა გადარჩენა - ბევრი სუიციდი, მონატრებამდეა ძნელი გაძლება და სანამ გამაგზავნი ისევ იმის იქით. თავსაც კიდევ ერთი წასვლა შევთავაზე, სადაც ყვავდებიან მხოლოდ კუნელები, მხოლოდ ჩვენ დავრჩებით ალბათ ქვეყანაზე, მარტო მოსეირნე თეთრი სულელები. თავისუფლებაა ბოლო გაფრენა და, ერთი ნაბიჯია მხოლოდ დასაძლევი, ჩემი სამყაროა, რომ არ გაფერადდა, ჩემი ხასიათი - რთული გასაძლები. სიტყვაც ცარიელი უწყლო მათარაა, ნუგეშს ვეღარ მაძლევს ქარი დანაბერი, შენთვის სიყვარული სიტყვის მასალაა, ჩემთვის სიცოცხლეა, მეტი არაფერი. შმაგი წიკლაური |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.