ადრე თუ გვიან
დაკეტილ სარკმელს ქარი უბერავს, და უსასრულო მტვერს აყრის მინებს, ადრე თუ გვიან გვტოვებს სულ ყველა, ადრე თუ გვიან ჩვენც ვტოვებთ ვინმეს. ზოგჯერ ტკბილია უშაქრო ჩაიც, მას გააჩნია თუ ვინ გაგვითბო, ზოგჯერ არავინ მოგვდევს და მაინც, გავრბივართ მათგან ვინც გზა დავითმო. ან რა ვუშველოთ ამდენ ნარჩენებს, თუ ჩვენ ჯიუტად ხელებს არ ვისვრით, ერთ დღეს სიტყვები გადაგვარჩენენ, ერთ დღეს კი სიტყვას ცაში გავისვრით. ვინც ხელს გვიწვდიდა ვაჩუქეთ ყინვას, და ვინც ხელს გვკრავდა ვერ ვეშორებით, ვისაც არ უნდა ვიყვარებთ იმას, ვისაც ვუყვარვართ ვემეგობრებით. ამ ჩვენს სიცოცხლეს არავინ იცავს, და რასაც სხვები დაინახავენ, ადრე თუ გვიან დავაყრით მიწას, ადრე თუ გვიან ჩვენც დაგვმარხავენ. შმაგი წიკლაური |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.