შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობათა ალი


10-01-2019, 15:04
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 2 054

მომადგა შენით გრძნობათა ალი
და შენ დატოვე აქ ჩემში კვალი.
მუდამ ვარ შენით საოცრად სავსე,
ანგელოზი ხარ, მე ვზივარ შავზე.

მომადგა შენით გრძნობათა ალი,
და კვლავ უწყვეტად ვარ შენით მთვრალი.
მე შენს გარეშე ვარ მკვდარი, ნელი,
უშენოდ არ მაქვს ახალი წელი.

მომადგა შენით გრძნობათა ალი,
მე კი დავლიე ბინძური წყალი.
ვგრძნობ რომ მე შენს გულს ვერ ვაძლევ იმას,
რასაც ვეძახი გრძნობათა რითმას.

ვერ გამოვხატავ ალბათ ჩემს სათქმელს
და შენთვის ვაღებ მე ყველა სარკმელს.
მე შენ მიყვარხარ კვლავ გეტყვი ამ ერთს
ვერ შეგადარებ ანგელოზს და ღმერთს.

შენ დედოფალიც ხარ და თან მეფეც,
განუსაზღვრელად გამორჩეული.
მე რომანტიულ ოცნებად მექეც,
ვარ ცხოვრებიდან ამორეული.

იცი? შენს გარდა არავინ მინდა,
ხარ გრძნობა ერთადერთი და წმინდა.
ჩემი სიცოცხლის ერთი სიტყვა ხარ
და კვლავაც გეტყვი:მე შენ მიყვარხარ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent