მორჩი !
მორჩი მორჩი ! ცრემლების უსაფუძვლოდ დაღვრას, დაცემას, თორემ ეგ გუბე შენს ფეხებთან იქცევა ზღვებად... დასერილ ხელებს, დღეებს წყევლი და შენს გაჩენას, მივდივარ ! მინდა ეგ ცრემლები გიქციო შვებად. მორჩი ! სხეულში შენი სევდა ჩემზე მეტია ! არ გიხაროდეს რომ მიყვარდი ! გინთებდი სანთლებს... შემორჩენილი ჩემს მხრებზე მხოლოდ შენი ფრთებია უნდა მოვიჭრა ! რა თქმა უნდა შენ თუ არ გავნებს ! პეიზაჟები გადაშლილა შენი ფანჯრიდან, შენს ტილოებს კი მოსდებიათ ობი ხავერდის... შენ თუ დემონი გექაჩება მხარზე მარჯვნიდან მე ანგელოზებს მივუთითებ შენსკენ ! წავედი ! წავედი, მორჩი ! უსაფუძვლოდ ცრემლების დაღვრას, აგრძელებ ისევ, დემონებთან დუელში სროლას. თან ერიდები სისხლში დასერილ ხელების გასვრას, მე უშენობას მივეჩვიე, ვნებდები ბრძოლას . და აპათია შენს ოთახში მეტია ვიდრე, შენი ყოველი ამოსუნთქვით ნათქვამი კვამლი... ანგელოზები შენს სისუსტეს ხვდებიან, მიხვდნენ. მაინც შემოგრჩა ძველებურად ლამაზი შარმი. შენი ფეხბი იხრჩობიან სისხლიან ზღვაში. შენი ფრიალა თეთრი კაბა სისხლით სველია... თუ ძველებურად გიფრიალებს დალალი ქარში, იქნებ დავბრუნდე ! ცხოვრება ჩემთვის მეტად გრძელია . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.