ღალატი
საუცხოოა ახლა შენი სახის ყოველი, ნიღაბი როცა მოიხსნი და მაინც გამშვენებს. შენი სხეულის ნაწილების ნეტა რომელი ... მიყვარდა ასე, მაგრამ ყველა მოსპე, გათელე. ასე უაზროდ არეკლილი სხეულის ფონზე, გზებზე დადიხარ, დაგტრიალებს ირგვლივ ქალაქი. სადაც იზრდები, ყალიბდები, მოდიხარ გონზე შენსკენ ყოველი გამოხედვა არის მარაზმი. დადიხარ ცვითავ განვლილ გზებს და ყველა ლამპიონს, წლში ხრი როგორც კაცში ყველა გრძნობის გარდაქმნა... იწვევ სინანულს შენს სხეულში ოღონდ წაგიღოს მტკვარის დინებამ, მაგრამ მორევს მაინც გადახვალ. მალავ სხეულში გამოწურულ ყველა ღალატს და ... გახდი მშობელი უნებართვოდ მკვდარი შვილების, სხვისი კაცების სპერმის დაღვრა ყელში გადაგცდა იხრჩობი მაგრამ, აღარ გწირავს ღმერთი. მიზეზი ? ერთადერთია, ნათენები საფლავის ფონზე, სადაც ყოველი ამოსუნთქვა უხმოდ მარხია. მიისწრაფი და არ მგონია მიხვიდე დროზე ! რადგან შენ შენი წილი მიწა უკვე გულზე გაყრია. მკვდარი ხარ, სხეულს აივანზე აშრობ მზის სხივი გითბობს გონებას, იკაპიწებს ხელებს ღალატი, ისევ ატყუებ შენს თავს, ათრობ. იშვილე მთვარე, ბონუსად მოყვა თავის ჯალათი. გიყვარდა შენი სხეულების წვალება, ფლეთა, და შეფასების სიტყვები გაქვს "ალბათ, ისე რა..." დაიყოლიე ღალატზე მთვარე, ვარსკვლავი, მე და მზე მაჯებს მაინც შენით ვისერავთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.