ვუყვარვარ - არ ვუყვარვარ
სევდა და სევდიანი ღიმილები, ზაფხულის უჩვეულო სურათია, უგულოდ გავაფუჭე გვირილები, ვუყვარვარ - არ ვუყვარვარ, სულ ერთია... ფიქრებში ჩაძირული როიალი, საათი აღარც მახსოვს რომელია, ქუჩები მარტოდ მარტომ მოვიარე, ძილი კი თავად ღამეს მოერია. ეს ნამი განთიადის პირსაბანი, ის მთვარე შავ ღრუბელზე მჯდომიარე, და როცა გადამივლის ურაგანი, მაგ შენი სიყვარულით მომიარე. გატყუებ, გადავაგდე კალმისტარი, რითმებში გადავვარდი... ხო ესეა, მე დავრჩი პოეზიის პატიმარი, და დამრჩა ნაწვიმარი პოეზია. სევდა და სევდიანი ღიმილები, ზაფხულის უფერული სურათია, უგულოდ გავაფუჭე გვირილები, ვუყვარვარ - არ ვუყვარვარ, სულ ერთია... შმაგი წიკლაური |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.