ფიქრები
ვერ ვიძინებ, ამერია ფიქრები. მომავალიც წარსულსა ჰგავს ფერებით. იქაც ვიცი ისევ მარტო ვიქნები მომავალშიც არვინ მომეფერებით! ამერია დრო ხიდად ვერ გავიდე; ღვინის ბოთლით კვლავ შევავსე ფიალა! ეჰ ვიცოდე ნეტავ საით წავიდე... ამოვკემსო გულზე მინდა იარა. წლებმა ფერთა გაახუნა გამები; მე ტკივილმა მაინც არ გამიარა! ოცნებები ყრია როგორც გვამები.. თითქოს გულზე ტალღამ გადამიარა. იმედებიც როგორც ცვარი მზის სხივით, აორთქლებულ წვეთებივით ქრებიან! მიქრის წლები სიმარტოვის ფიქრივით მკვდარ ოცნებებს ჩუმად ეფერებიან! ქარბუქს მკერდით შევეგებე ურია! სულს მიფლეთს და სასიკვდილოდ მიმეტებს! მე ქარებთან ისევ ბრძოლა მწყურია.. მაგრამ გზები ისევ გადმიკეტეს. დილით ღამის დამათენდა სიჩუმე... ნერვებს მიშლის სიმარტოვე წყეული! მე გულისთქმა ისევ ვერ გავიჩუმე დასარულთან მიდი თავაწეული! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.