წინსვლით
დროა ცრემლები შეაშრეს სახეს; წარსულზე ფიქრი რას მარგებს ნეტა? ცხოვრება ბევრჯერ დამიგებს მახეს, ვიცი.. მომიწევს ფრჩხილების კვნეტა. დარდით გულზე რომ დამრჩა იარა და ნაწიბურად შეუკრავს პირი; ტკივილმა თუკი არ გამიარა! და დაჩოქილი თუ ისევ ვტირი! გრძნობები თუკი დიწყებს ჭკნობას! ნაკადულებიც თუ დაშრა გრძნობის... ყინული მაინც დაიწყებს ლღობას! ვიღაც გამოწვდის მარჯვენას ძმობის! გავფანტავ ისევ ბურუსს ფერებით, მიწაზე გართხმულს ვერვინ მიხილავთ! დღეს თუკი არვინ მომეფერებით ვეღარც ჩემს ცრემლებს ვეღარ იხილავთ! დროა ცრემლებიც გაქრეს სახიდან, წარსულის დარდი წინსვლით გავთელო! თავსაც დავაღწევ მე ამ მახიდან... ნატკენი გული რომ გავამრთელო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.