შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დღევანდელი რეალობა


29-06-2019, 22:01
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 498

ამ ხალხს მობეზრდა ქართულ ოცნების ეს რეგრესული ევოლუცია
და ამიტომაც მათ მოინდომეს მშვიდობიანი რევოლუცია.
იქ აქციის დღეს მათ სდომებიათ იმ პარლამენტის სწრაფი აღება,
გადუწყვეტიათ თავისუფლების უმარტივესი კარის გაღება.

იმ წუთებში კი ზოგ პოლიციელს იქ დაუწყია სროლა ტყვიების
და ღიმილიანს არც კი ჰქონია ალბათ მცდელობა მონანიების.
იმ ახალგაზრდა გოგონასათვის თურმე მოურტყამთ ის ტყვია თვალში,
იმ საცოდავებს ის გაუშვიათ სულაც ცალთვალა თვის კუთვნილ სახლში.

მათ დაუჭრიათ ჟურნალისტები და ბევრი ხალხი მშვიდობიანი,
გამოაცხადეს ჩვენი მინისტრი ვით უცოდველი, გმირობიანი.
და ამის შემდეგ სულ ყველაფერი კვლავ დააბრალეს ოპოზიციას,
თან დაავიწყდათ, რომ დღეს იჭერენ საპირისპირო ორ პოზიციას.

მაგრამ ერთი რამ, რაც ჩემში იწვევს, იმ ერთ საშინელ ომს, ოვაციას,
ამას ვეძახი ოპოზიციის ერთ გულისამრევ პროვოკაციას.
ამ ორ პარტიის ორთაბრძოლას კი, ვფიქრობ, სულ არ ჰყავს გამარჯვებული
და სანამ ორნი კვლავ სუსტდებიან, იბრძვის მესამე გამალებული!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent