შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კვლავაც არ დავრჩები ალბათ მოგებულად


30-09-2018, 23:30
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 454

"წასვლა გამიგია, მაგრამ - პოეტურად!
არის მიტოვებაც, მაგრამ - გალანტური!"
კვლავაც არ დავრჩები ალბათ მოგებულად,
შენ კი კვლავ იქნები, ალბათ დამა გული.

საცოდავი გული კვლავ შეშლილი არის,
ძლიერ უყვარხარ და ბოლო ხმაზე ბღავის.
მისი მძიმე სევდა ამ გრძნობებში ჩადის
და სახეზე არის სისხლის ზღვანი დარდის.

გრძნობა გამიგია, მაგრამ - სევდიანი!
სევდაც გამიგია, მაგრამ - ლექსიანი!
ამ გრძნობების ხმა არს მხოლოდ ერთხმიანი,
გულში იმედი არს მხოლოდ ჩემიანი.

საწყალი იმედი კვლავ მარტო რჩება
და რევოლუცია ჩემში არ ხდება.
მიყვარხარ! ეს გრძნობა არასდროს ტყდება
და ტანჯვა-წამებას ჩემთვის ის შვრება.

შენზე ფიქრები, შენდამი გრძნობა
ანნა, ჩემში არს და არსად ქრება!
ჩემი სიცოცხლის კვლავ არის დნობა.
ჩემდამი გრძნობა?! კვლავ იკეტება...



№1  offline წევრი luana

შენ ლექსებს შორის ყველაზე მეტად ეს მომეწონა. ანნაზე რომ წერ ეგ კიდე განსაკუთრებულად მოქმედებს ჩემზე <3

 


№2  offline წევრი sweetgirl

Sheni leqsebidan es chemi pavoritia❤️❤️❤️Dzalian dzalian momewona ❤️❤️Leqsebis krebuls rom gamoushveb pirveli myidveli me viqnebi :d <3

 


№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ოჰო, აი მესმის ლექსი. სულ სხვა დონეა, მართლა ყოჩაღ. ნამდვილი დარდიმანდი პოეტის საკადრისი ლექსი იყო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent