რომ გყვარებოდა
მომნატრებიხარ უზომოდ ჩემო, უშენოდ წუთიც ვეღარ მიძლია, ნეტავ ვიცოდე,შენს ღრმა ფიქრებში დრო ერთხელ მაინც თუ დაგითმია? ერთხელ თუ მაინც დაფიქრებულხარ, რომ,გყვარებოდა მთელი არსებით. მისგან კი გეგრძნო მხოლოდ სიცივე, გულცივი მზერა,არარად გდების. აი,მაშინ კი შეიბრალებდი, შენსკენ მომზირალ,თვალებს ცრემლიანს რომ განგეცადა,მთელი სიმძაფრით, ცალმხრივი გრძნობა რა მტანჯველია. მაგრამ არ მინდა გული გეტკინოს, გაეხვე მწარე ფიქრების ალში, ათასი აზრი,იმ ერთის ირგვლივ, გიტრიალებდეს მუდმივად თავში. მიისწრაფვოდე ამაოდ მისკენ, ყოველი მარცხი რომ გაგაგიჟებს, მაშინ მიხვდები თურმე რას გრძნობენ, სხვები რომ დგამენ შენსკენ ნაბიჯებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.