შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეს ცრემლებია?!


25-07-2019, 19:19
ავტორი sofi machavariani
ნანახია 1 785

ეს, ცრემლებია ?! თუ ეს სილამაზეა წვიმის!
მე შემძლებია? თუ ეს სითამამეა შიშის!
ეგ ხელებია შენი, მე რომ არ მიშვებს შორით,
თუ ეგ გრძნობები მიხმობს , მბრძანებლობს
და არა თხოვნით...
ეგ ცრემლებია ჩემი ?! თუ წვიმა მაწვიმს ისევ,
ეს ფანტაზია მომრთავს ღამის ფიქრებში შიშველს,
ეგ ხელებია შენი ?! მე რომ აღარსად მიშვებს
და ხელმეორედ სუნთქვას სიყვარულისთვის ვიწყებ!
ეგ თვალებია შენი?! მე რომ საეჭვოდ მიმზერს?
სიზედმეტეა! ჩუმად! მაინც რაღაცას ვითმენ,
თუ დამიმსხვრიე გრძნობა, ამ ნამსხვრევებსაც ვიკრებ,
და ხელმეორედ ბრძოლას სიყვარულისთვის ვიწყებ.
თავისებურად მხიბლავს შეცდომაც, ტუჩზე ვიკბენ...
ამ სინანულსაც მინდა რომ ვუმასპინძლო-მივხვდე...
ამ მონატრებას მინდა რომ დავემონო ისევ,
მივწვდე მზეს ამ თითებით! შენ მოგეფერო ისევ...
შენ შემოგხედო ისევ , როგორც პირველად მაშინ...
დღეს უფრო მეტად მხიბლასვ ის თითოელი წამი.
ეს რემლებია ?! თუ დღეს ისევ წვიმაა -მაწვიმს?!
ეს სამყაროა ჩემი! დრო რომ ვერასდროს წაშლის!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent