აქ.. ჩემთან..
მოდი აქ! მოდი! მომახავერდე.. შემომიშუქე ბროლი-ფიქალი მე შენზე ფიქრში ისე გავერთე, ჩემთან მოსული ვეღარ გიცანი.. ჯერ არ გასულა ათასი წელი, მე მაინც გეძებ, მოდი! გეძახი! პირველ პაემნის ადგილას ველი, მთვარს შუქჩრდილქვეს გრძნობის შეძახილს.. აღარ ეტყობა ჩემს გულს ჭრილობა, არც პოეტივით სისხლით ვიცლები, გადაუღობავს მავთულხლართებით გოლღრძო უკუპანტს ქართლის ღირსება.. მომნატრებია შენი ღიმილი, რატომ არ მტოვებს შენი სურნელი?! რად დამიტოვა მკერდში ტკივილი მაგ შენმა წასვლამ განუკურნელი?! გუშინ აყვავდა ვარდი სამეფო, ნიშატი ჩუმი კაეშანისა, ან კი რად მინდა გადავამეტო დროს იმ პირველი პაემანისას?! მწყურიხარ ისე, როგორც სიცოცხლე, მომნატრებიხარ როგორც იმედი, უსიყვარულოდ ერთ წელს ვიცოცხლე კვლავ სიყვარულის ღველფთან მივედი.. მე გადავწყვიტე, ფეხს არ მოვიცვლი, ამ სამყაროდან არ წავალ არსად, დაე ლილითის ფერფლის ბაგეებს უჩემობისგან დაეტყოთ დაღლა.. მე არ ვიბრძოლებ როგორც ელოდი, და არც მტრის თავებს აღარ მოგიტან, სისულელეა თურმე, ეცადო, ხმლითა და სიბრძნით ქალის მოხიბვლას.. შენ იყავ დღემდე ჩემი სიმდიდრე, აწ საგანძურად ჩემად დარჩები, დრო მოვა.. უგვან ბრბოში გარეულს, ნახავ ბობოლას ჩემგან დარჩენილს.. რომ ლაბირინთში დავრჩი მარტოკა, გამოსახსნელად არვინ მოვიდა, რომ ანგელოზმა ჩემმა დამტოვა რომ ჩემს აღმასვლას უმზერ შორიდან.. საყვედურებით აღარ გადაგღლი, ერთი მათგანის თქმაც კი არ მინდა, გზას მინათებდა შენი ამაგი, რომ მეც დამეწყო ისევ თავიდან.. მოდი აქ, ჩემთან, მომახავერდე, შემომაშუქე ბროლის ნაკვთები, მე სამარშუტო ტაქსში ჩავეგდე, და უდაბნოსკენ ვრცელ გზას გავყვები.. იხარებს ვაზი, გაუფურჩქნელი.. ზღვისფერ იმედად ისევ ამოვალ, აქ არაფერი რჩება უცვლელი, ჩემგან არც ვიცი ვინღა გამოვა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.