პოეტზე შეყვარებული
ღამე მესტუმრა და სევდა მორეული ისევ გელოდები.. ჩემი მეც უნდა ვთქვა თორემ გამისკდება გული დარდიანი ფიქრებს თავს ვერ ვუყრი, თვალებდახუჭული იმ წამს ველოდებ... როდის მაღიარებ... ფიქრებს თავს ვერ ვუყრი, ჩემზე უკეთესად ვიცი შენ დაწერდი.. გთხოვ, მე მაპატიო, ახლა რომ კითხულობ რითმა კადნიერი... იცი, მის გარეშე ამ ოცნებებსაც კი ვერ აღვწერდი- შენს მკლავებში მინდა სუნთქვა წამიერი... გრძნობას მივეცემი, ჯერ რომ არ ყოფილა იმას წარმოვიდგენ ოღონდ ეს იყოს და მერე თუნდ დაინგრეს ყველა ეკლესია... არ მწამს ვაღიარებ, მაგრამ ამის მერე მაინც ღმერთს ვიწამებ, - თურმე მოსმენაც შეძლებია.... იმას წარმოვიდენ როგორ შემეხება შენი ბაგეები.. როგორ ვერ გავბედავ ხელი მოგხვიო და ისე მოგეფერო... როგორ დამიტკბება ჩემი ოცნებები უკვე ახდენილი... გრძნობით ნამთვრალევი შუა ღამისას რომ ჩემთან მოეხეტო... გრძნობა ამერია ფიქრებს თავს ვერ ვუყრი, წავალ ოცნებებში გადავიჩეხები მოდი მომეხვიე, ხელებს ჩაგკოდებ და, გპირდები უკან არ მოვიხედები.... მერე სახეები თითქოს ნაომარო გვერდოთ ჩაგვივლიან.. ერთსაც აგვხედავენ ჩაიჩურჩულებენ - "დიდი ვერაფერი" იმათ ვინ მოუსმენს მერე არ იქნება დღეს რომ ამინდია ჩემთვის იქნებოდი ყველაფერი.. მერე ყველაფერი გამარტივდებოდა შენი ჩახუტებით... გრძობად არეული კაფკას პროცესივით ფინალს მივადგები... ნეტავ ამიხდეს და სადმეც რომ გაგიშვა ჩემთან დაბრუნდები... ჩემთვის იქნებოდი პოეტო ყველაფერი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.