შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ანგელოზი


16-08-2019, 01:21
ავტორი omexi
ნანახია 11 140

ქუჩის პირას, ციცქნა კაფე
ფინჯან ყავას მოუცლია ისევ ჩვენთვის
ვსხედვართ ორნი, მხოლოდ ორნი
რომ იცოდე - ჩემი გული როგორ გეტრფის.

რომ იცოდე, როგორ მიყვარს შენი მზერა,
როგორ მაბნევს შენი ნაზი საუბარი,
შენ ხომ ის ხარ, ჩემი ბედი, ჩემი წერა,
ჩემი ნეკნი, ჩემი სულის ნატერფალი.

ზაფხულია, ოჰ რა ცხელი ზაფხულია,
შენს გულში კი ძველებურად ზამთარია,
სიტყვებს ყავლი გაუვიდა,
აღარ გჯერა, თუმცა ყველა მართალია.

აღარ გჯერა, რომ მომნუსხე, დამიპყარი,
დაილია ჩემი გული, ვით ჩაროზი,
აღარ გჯერა, რომ ვლოცულობ შენთვის ღამით,
შენ ხომ ის ხარ - სიყვარულის ანგელოზი.

გრილი ყავა, სიგარეტის ლურჯი კვამლი,
დიდრონ თვალებს, მოერია თითქოს ბანგი,
"ვერ გაგიგე, ალბათ სჯობს, რომ მიგატოვო"
ამ სიტყვებმა დამიმატა დარდზე, დარდი.

ამ სიტყვებმა ჩამირაზა გულის კარი,
ცხოვრება კი დაემსგავსა შავ-თეთრ კინოს,
არ წახვიდე, გევედრები არ წახვიდე,
ჩემი სისხლი, ჩემი ხორცი... ჩემი სულიც, შენ ხარ ნინო.





№1  offline ახალბედა მწერალი K. I.

ძალიან კარგია. მშვენიერი!
❤️❤️❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№2 სტუმარი ანა ჯაყელი

მომეწონა კარგია????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent