შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საკუთარ თავთან ყველაზე მეტს შენზე ვსაუბრობ


16-08-2019, 22:26
ავტორი shmagidzia
ნანახია 2 333

ზოგჯერ ქმედებას ან გაქცევას ჯობია მოცდა,
ტკივილებისგან გული ჯერ ვერ გავასუფთავე,
არ მავიწყდება, როგორც ჩვენი პირველი კოცნა,
მემახსოვრება ვიცი ბოლო ამოსუნთქვამდე.

დღეს მეათასედ გამოგხედე სევდის თვალებით,
ღამეც გიყურებ, როცა გძინავს ძილში ხმაურობ,
აზრი არა აქვს მაინც ვერსად დამემალები,
საკუთარ თავთან ყველაზე მეტს შენზე ვსაუბრობ.

მე კვლავ ვფიქრობ რომ გრძნობებისაც ჯერ ვერ გაიგე,
ვერც წარმოიდგენ იმ სიყვარულს რასაც განვიცდი,
ღმერთმა არ ქნას და ამ წამსვე რომ სადმე წავიდე,
ვიცი შენ სანამ ცოცხალი ხარ მაინც დამიცდი.

ჩემს გვერდით ძველი მეგობრებიც აღარ არიან,
არ მეცინება, ეს ცხოვრება თუა ხუმრობა,
ტყუილია, ვინ თქვა ყველაფერი წარმავალია,
ჩემი გრძნობაა ერთადერთი უსასრულობა.

შმაგი წიკლაური heart_eyes



№1 სტუმარი სტუმარი სელენე

სასწაული ლექსია <3 ძალიან მომეწონა <3 ღიმილით წავიკითხე ბოლომდე

 


№2  offline წევრი shmagidzia

სტუმარი სელენე
სასწაული ლექსია <3 ძალიან მომეწონა <3 ღიმილით წავიკითხე ბოლომდე

მადლობა ♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent