შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ შეგიყვარებ...


23-08-2019, 13:19
ავტორი ბეტო
ნანახია 2 976

მე შენ შეგიყვარებ.. დამიჯერე, მართლა შეგიყვარებ,

მთელს სამყაროში ყველასაგან გამორჩეულად,

ისე შეგიყვარებ თავს რომ შეგაყვარებ ზუსტად ისე

შენ რომ შემაყვარე თავი შენი.... შენთვის ჩვეულად!

თვალებს შევიყვარებ, შენსას ცისფერს, ლურჯ ცას,

უსასრულობამდე ფეხით ჩამოგყვები,

ვიცი გაზაფხული გიყვარს და მეც შენთვის,

ხეზე ლამაზ კვირტებს ფოთლად გამოვყვები

ღიმილს შევიყვარებ შენსას, ცისარტყელას...

წვიმის დამთავრებას ... ფერად ამოვყვები

ნაბიჯს შევიყვარებ სადაც შენ გაივლი,

ჰორიზონტის იქით?.. იქაც გამოგყვები.

სუნთქვას შევიყვარებ შენსას ჰაეროვანს,

შენთან გულში სიო ალბათ არ იციან....

ერთი სიყვარულის ერთი ამინდია

და ამ სიყვარულის მე მაქვს ამბიცია.

ფიქრში ჩაგიქროლებ, გულში გაგიჩნდები,

მოძრაობას შევქმნი ულევ წრიულობად,

ასი სიყვარულით ასჯერ შეგიყვარებ,

განა ერთი წამით?!...... მარადიულობად.

სიზმრებს შევიყვარებ... შენსას, შენეულად,

მიგრძნობ გულსაბნევად, ყელზე შებნეულად,

შუაღამის ფიქრში.. გვერდზე გაგიჩნდები,

სიზმარს შემოგიღებ ... მასაც შენეულად !

მე შენ შეგიყვარებ... სრულებით გიჟურად,

ისე რომ ამ გრძნობას ვერსად გაექცევი,

წვიმა ხომ გიყვარს?... ხოდა მომღიმარ

სახეზე წვიმის წვეთად დაგექცევი.

გიყვარს წყალი, ხატვა და ყვავილი წითელი

შეხედე მომავალს....ნახატად გბარდები,

ჩარჩოში არ ჩამსვა... ნახე რა დიდი ვარ,

ღრმა ზღვა ვარ უძირო წითელი ვარდების.

გავდნები აკორდში გავლით ფიქრების

რითმული ბგერების არდაყოვნებად,

გექცევი ერთი კოცნის დროის გაჩერების

თვალების დახუჭვის სიამოვნებად.

ალბათ გეფიქრება შენს გულში რა მინდა,

შენს ცხოვრებაში რომ გავჩნდი საიდან,

რა გიპასუხო შეყვარებულმა...

არ ვიცი ძვირფასო... ალბათ არსაიდან!

ისევ არსაიდან.... გავბედავ სიგიჟეს,

გავბედავ უაზრო ქმედების ჩადენას,

თავს შეგაყვარებ... მაინც და როგორმე,

დინების აღმა მე შევძლებ ადენას.

გრძნობების წიგნად მექეცი გულში და...

ერთი ამოსუნთქვით შემომეკითხე,

თავს რომ მაყვარებდი... ასე ხელაღებით.

როგორ გიყვარებდი... რად არ შემეკითხე?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent