დედი შენს საფლავზე მოვალ ფეხაკრეფით
დედი შენს საფლავზე მოვალ ფეხაკრეფით, რომ არ დავურღვიო შენს სულს ის სიმშვიდე, ჩუმად დაგიტირებ, ჩუმად მოგიყვები, როგორ გამიჭირდა როგორ ვერ ვიდიდე. როგორ შემიყვარეს, როგორ მიმატოვეს, როგორ ვიტირე და, როგორ გავიღიმე, როგორ გამიმეტეს, როგორ დამაფიცეს, მერე სიმარტოვეც როგორ დავიმძიმე. შენთან რა დავმალო, ზეცას თვალები აქვს, მე კი მიწად თითქოს, სულ მთლად გავიცვითე, სადაც გავიქეცი, ყველგან წავიქეცი, ყველა ოცნებები მართლა გავიმითე. როგორ მენატრება, ისევ ის ბავშვობა, როცა გულზე უფლის, ჯვარი დავიკიდე, მაშინ უდარდელი, დარდი რომ მეგონა, მერე სხვისი ხელით როგორ გავიყიდე. დედი, შორს ვარ შენგან, ახლა უსახლ-კარო, მადლი და სიკეთე, თუმც არ გავიძვირე, აღარც ცხოვრება მაქვს, ოღონდ არსებობის, აზრიც ვერ გავიგე ისე ჩავიძირე. მოვალ შენს საფლავთან, ანდა მომიტანენ, ია-ვარდიც ხედავ, ვეღარ დაგიკრიფე, მაინც მოგიყვები, როგორ მენატრები, ცრემლებს მოგიტან და, შენს სულს დაგიფიცებ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.