შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

,,მამას''


14-09-2019, 01:17
ნანახია 2 442

მამაზე ხშირად არ წერენ ლექსებს,
მაგრამ თუ წერენ, ღირს დასაწერად...
მე მხარს დავუჭერ ყველა იმ ქვრივ ქალს,
რომლის ცრემლები არ ღირს სათმენად!

მამაზე ხშირად არ წერენ ლექსებს,
მაგრამ მამაჩემს რა ლექსი შველის?!
მამა მომტაცა მარტმა იმ დღესვე
და ტკივილი ჰგავს გალიას ქსელილს!

არ შემრჩა ისევ ტირილის ძალა
მივჩერებივარ ვაებით მდგარი,
შევყურებ როგორ მიმზერს ჩარჩოდან
გაყინულ ღიმილს მჩუქნის თან ქარი!

სახლს სულ ცარიელს ვერ ავსებს ვერვინ,
ვერცერთი მამრი ვერ შეცვლის მამას...
მამა ერთია თუ ჰკარგავ ხვდები
დაგლეჯილსა და ცოცხალმკვდარ ნადავლს!

მამაზე დიახ, არ წერენ ლექსებს!
გული ქვად მექცა, რომ მე ვწერ ახლა,
რას ვიფიქრებდი არეულ მარტს რომ
ვაება-ტანჯვა ტკივილი ახლავს!

მამაზე ხშირად არ წერენ ლექსებს,
წყეული დღეც კი დამიდგა მგონი!
მამის გაცრეცილ პერანგს კი ვხვდები
როგორ ფლეთავს და გლეჯს ისევ დრონი!

ცოცხალ მამებზე დაწერენ ლექსებს
ოღონდ გულწფელად დაწერენ ვიცი...
მკვდრებზე დაწერა რთულია გესმით?
ნუ დაწერთ მკვდრებზე მანიშნეთ ფიცით..!
მამის ამაგი დიდია გესმით?! გაჯავრებული ვდუმვარ!
არ იწერება ლექსი მამებზე
და მე ამაზე ვწუხვარ!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent